ტრენინგის ხანგრძლივობა

20 საათი

ტრენინგის ფასი

650 ₾

პროგრამის მიზანი: პროგრამის მიზანია მოამზადოს შესაბამისი კომპეტენციის მქონე ადამიანი, რომელსაც ეცოდინება ჩანგლიანი  დამტვირთველის აგებულება და  მოვლა ექსპლუატაციის წესები.  ასევე, შეეძლება ჩანგლიანი  დამტვირთველის მეშვეობით ტვირთის გადაადგილების სხვადასხვა  ტიპის ოპერაციების დაგეგვა/შესრულება, უსაფრთხოებისა  და ტექნიკის სწორი ოპერირების წესების დაცვით.

დასაქმების სფერო და შესაძლებლობები:  პროგრამის გავლის შედეგად მიღებული ცოდნა და უნარები, ხელს შეუწყობს კურსდამთავრებულების დასაქმებას ნებისმიერ სასაწყობე მეურნებობაში  ან მსგავსი პროფილის მქონე  კომპანიაში, სადაც სამუშაოების შესასრულებლად  გამოიყენება ჩანგლიანი დამტვირთველი.


კურსის პროგრამა

  • ჩანგლიანი დამტვირთველის საკვანძო აგრეგატების ცოდნა/შემოწმება
  • ჩანგლიანი დამტვირთველის მოვლა ექსპლოატაციის წესების ცოდნა
  • ჩანგლიანი დამტვირთველის მართვის ორგანოების ცოდნა
  • ჩანგლიანი დამტვირთველის ოპერირება შრომის უსაფრთხოების წესების დაცვით
  • ჩანგლიანი დამტვირთველის მეშვეობით ტვირთის  გადაადგილების
  • სხვადასხვა ტიპის  ოპერაციების განხორციელების ცოდნა


კურსის სასწავლო შედეგები 

კურსის დარულების შემდეგ მონაწილემ: 

  • იცის  ჩანგლიანი დამტვირთველის  ძირითადი კვანძების აგებულება/ შემოწმება
  • იცის დამტვირთველის აკუმულატორების აგებულება/ შემოწმება
  • იცის ჩანგლიანი დამტვირთველის მოვლა ექსპლუატაციის წესები
  • იცის ჩანგლიანი დამტვირტველის სარეგლამენტო სერვისის ინტერვალები
  • იცის ჩანგლიანი დამტვირთველის დასაშვები დატვირთვები
  • იცის ჩანგლიანი  დამტვირთველის ჰიდრავლიკური მართვის ორგანოების მუშაობის პრინციპი
  • იცის ჩანგლიანი დამტვირთველის ელექტრონული მართვის ორგანოების მუშაობის პრინციპი
  • იცის  ჩანგლიანი  დამტვირთველის  მუშა მდგომარეობაში მოყვანის ინსტრუქცია
  • იცის მაჩვენებლებზე ასახული ნიშნები
  • იცის ჩანგლის სწორად მოხმარების წესები
  • იცის ჩანგლის  ტიპები დანიშნულების მიხედვით
  • იცის ტვირთის დაფიქსირების წესი
  • იცის ჩანგლიანი დამტვირთველით სიმაღლეზე მუშაობისთვის საჭირო მოწყობილობების შერჩევის წესი
  • იცის შესასრულებელ სამუშაოთა თანმიმდევრობა
  • იცის საწყობში უკუსვლით გადაადგილების წესი
  • იცის სტელაჟებს შორის გადაადგილების წესი
  • იცის სამაცივრე კამერებში ტვირთის გადაადგილების  წესი
  • იცის პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის წესი: მოტეხილობის, სისხლდენის, დამწვრობისა და დაბეჟილობის დროს.
  • იცის ზოგადი სანიტარული ჰიგიენური ნორმები
  • იცის უბედური შემთხვევების შეტყობინებისა და ავარიული სიტუაციების პროცედურები
  • იცის გარემოს დაცვის ნორმები
  • იცის სამუშაოს უსაფრთხოდ წარმოების ნორმები
  • იცის საწყობში არსებული პოტენციური საფრთხეები


კურსის პროგრამის დეტალები

პროგრამის ხანგრძლივობა: 20 საათი ( 1 თვე)

მონაწილეობის ღირებულება: 650₾

ღირებულების გადახდა ხდება წინასწარ, კურსის დაწყებამდე. 


კურსის თარიღები

  • თეორიული ტრენინგი (16 საათი): 7, 8, 10 და 12 თებერვალი (ოთხშაბათი, ხუთშაბათი, შაბათი და ორშაბათი) 10:00-14:00 
  • სიმულაციური ტრენინგი: 13-16 თებერვალი (2 საათი ინდივიდუალურად) 
  • პრაქტიკული ტრენინგი: 19-23 თებერვალი (2 საათი ინდივიდუალურად)

სიმულაციური და პრაქტიკული ტრენინგების გრაფიკი შედგება მონაწილეებთან ინდივიდუალიური შეთანხმების საფუძველზე. 


რეგისტრაციისთვის შეავსეთ სააპლიაკციო ფორმა: http://bit.ly/3tNci6T

თეგეტა აკადემიაში ჩანგლიანი დამტვირთველის ოპერატორის მოსამზადებელ პროგრამის გავლისას, კურსდამთავრებულები შეისწავლიან, თუ როგორ დაგეგმონ ტვირთის გადაადგილების ოპერაციები ჩანგლიანი დამტვირთველის მეშვეობით - უსაფრთხოებისა და ტექნიკის სწორი ოპერირების წესების დაცვით.

კურსზე შეძენილი ცოდნა და უნარები ხელს შეუწყობს მათ დასაქმებას ნებისმიერ სასაწყობე მეურნეობაში ან მსგავსი პროფილის მქონე კომპანიაში, სადაც სამუშაოების შესასრულებლად ჩანგლიანი დამტვირთველი გამოიყენება.