მონაწილეთა რაოდენობა

20

ტრენინგის ხანგრძლივობა

12 კვირა

პროგრამის სახელწოდება: ექსკავატორ-დამტვირთველის და ფრონტალური დამტვირთველის ოპერატორი

პროგრამის ხანგრძლივობა: 12 კვირა

მსმენელთა საერთო რაოდენობა პროგრამაზე: 20

დაშვების წინაპირობები: 

  • განათლება: საბაზო 
  • ასაკი: მინიმუმ 17 წელი

 

პროგრამის აღწერა: 

პროფესიული მომზადების პროგრამაზე „ექსკავატორ-დამტვირთველის და ფრონტალური დამტვირთველის ოპერატორი“ სწავლა შეუძლია ყველა დაინტერესებულ პირს, რომელსაც უდასტურდება საბაზო განათლება და ასაკი არანაკლებ 17 წელი. აღნიშნული პროგრამა მორგებულია მსმენელთა საჭიროებებზე და ორიენტირებულია სწავლების მაღალ ხარისხზე. სწავლების 8 კვირის განმავლობაში მსმენელები მიიღებენ თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას შპს „თეგეტა აკადემიის“ თეორიულ/სიმულაციურ სასწავლო გარემოში, ხოლო მომდევნო 4 კვირის განმავლობაში გაივლიან პრაქტიკულ ნაწილს შპს ,,ტრანსფორდის“ პრაქტიკულ გარემოში, რომელიც აღჭურვილი იქნება სწავლებისთვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური რესურსებით. სწავლებას განახორციელებენ მაღალკვალიფიცირებული სპეციალისტები, პროცესს ექნება ინტერაქციულ-პრაქტიკული სახე და შესაბამისი სიმულაციური ამოცანების მეშვეობით მსმენელები გაიმყარებენ თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკულ უნარებს. გამოყენებული სწავლებისა და შეფასების მეთოდები უზრუნველყოფს კვალიფიცირებული კადრების მომზადებას და მათი დასაქმების შესაძლებლობების გაუმჯობესებას. 

პროფესიული მომზადების პროგრამის „ექსკავატორ-დამტვირთველის და ფრონტალური დამტვირთველის ოპერატორი“ კურსდამთავრებული მიიღებს სახელმწიფოს მიერ აღიარებულ ორენოვან სერტიფიკატს და დანართს.

 

პროგრამის მიზანი

პროგრამის მიზანია შესძინოს მსმენელებს საჭირო ცოდნა, უნარები და კომპეტენციები, რომელიც საჭიროა ექსკავატორ-დამტვირთველის და ფრონტალური დამტვირთველის უსაფრთხოდ და ეფექტურად მუშაობისთვის. აღნიშნული კი მიიღწევა თეორიული და პრაქტიკული სწავლების კომბინაციით, რაც მოიცავს ტექნიკების უსაფრთხო ოპერირებას, მოვლა ექსპლუატაციის პროცესსა და ოპერატორის ძირითად ფუნქციებს. პროგრამა მსმენელებს მისცემს შესაძლებლობას გახდნენ კონკურენტუნარიანი კადრები და დააკმაყოფილონ, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო შრომის ბაზრის მოთხოვნები.


სწავლის შედეგი:

  • პროფესიული განათლებით დასაქმების შესაძლებლობებისა და ადგილობრივი თუ საერთაშორისო შრომის ბაზრის მოთხოვნების განსაზღვრა;
  • ოპერატორის ფუნქციების და პასუხისმგებლობების განსაზღვრა;
  • სამუშაო ადგილზე ჯანმრთელობის დაცვის, შრომის უსაფრთხოებისა და სანიტარული
  • რეგულაციების დაცვა;
  • ექსკავატორ-დამტვირთველის ძირითადი კომპონენტების და სპეციფიკაციების აღწერა;
  • ექსკავატორ-დამტვირთველის მართვა და გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
  • ექსკავატორ-დამტვირთველის მეშვეობით გრუნტის გადაადგილების სხვადასხვა ტიპის
  • ოპერაციების განხორციელება;
  • ფრონტალური დამტვირთველის ძირითადი კომპონენტების და სპეციფიკაციების
  • აღწერა;
  • ფრონტალური დამტვირთველის მართვა და გამართული ფუნქციონირების
  • უზრუნველყოფა;
  • ფრონტალური დამტვირთველის მეშვეობით ტვირთის გადაადგილების სხვადასხვა ტიპის ოპერაციების განხორციელება;
  • ექსკავატორ-დამტვირთველის და ფრონტალური დამტვირთველის ტექნიკური
  • შემოწმება.
 


სწავლების მეთოდი:

  • ინტერაქციული ლექცია 
  • დემონსტრირება 
  • პრაქტიკული მეცადინეობა 

 

შერჩევის ფორმა: გასაუბრება

 

პარტნიორი და მხარდამჭერი კომპანია: 

პროფესიული გადამზადების პროგრამა ხორციელდება USAID-ის პროგრამის „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ მხარდაჭერით და შპს „ტრანსფორდთან“ პარტნიორობით. 

 

განხორციელების ადგილი: ქ. ფოთი

რეგისტრაციის ბმული: https://forms.gle/eGZ93itQvBbmP1iv7

კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 0322 26 44 46