პროგრამის მიზანი:  პროგრამის მიზანია მოამზადოს შესაბამისი კომპეტენციის მქონე ადამიანი, რომელსაც ეცოდინება ექსკავატორის  აგებულება და  მოვლა ექსპლუატაციის წესები  ასევე კადრს შეეძლება ექსკავატორის მეშვეობით გრუნტის გადაადგილების სხვადასხვა  ტიპის ოპერაციების დაგეგვა/შესრულება, უსაფრთხოების  და ტექნიკის სწორი ოპერირების წესების დაცვით.
დასაქმების სფერო და შესაძლებლობები:  პროგრამის გავლის შედეგად მიღებული ცოდნა და უნარები, ხელს შეუწყობს კურსდამთავრებულების დასაქმებას ნებისმიერ სამშენებლო ან მსგავსი პროფილის მქონე  კომპანიაში, სადაც სამუშაოების შესასრულებლად  გამოიყენება ექსკავატორი.
კურსის პროგრამა: 
- ექსკავატორის  საკვანძო აგრეგატების ცოდნა/შემოწმება
- ექსკავატორის  საკვანძო აგრეგატების ცოდნა/შემოწმება
- ექსკავატორის  მართვის ორგანოების ცოდნა
- შრომის უსაფრთხოების გათვალისწინებოთ ექსკავატორის  ოპერირების ცოდნა
- დამკვეთთან ეფექტური კომუნიკაციის და კარიერული განვითარების მეთოდების  ცოდნა
- ექსავატორის  მეშვეობით გრუნტის გადაადგილების სხვადასხვა ტიპის  ოპერაციების განხორციელების ცოდნა
კურსის სასწავლო შედეგები: 
- იცის ელექტროობის და ჰიდრავლიკის  საფუძვლები
- იცის  ექსკავატორის   ძირითადი კვანძების აგებულება/ შემოწმება
- იცის ექსკავატორის  დამატებითი აგრეგატების აგებულება/ შემოწმება
- იცის ექსკავატორის მოვლა ექსპლუატაციის წესები
- იცის ექსკავატორის  სარეგლამენტო სერვისის ინტერვალები
- იცის ექსკავატორის დასაშვები დატვირთვები
- იცის ექსკავატორის ჰიდრავლიკური მართვის ორგანოების მუშაობის პრინციპი
- იცის ექსკაავტორის  ელექტრონული მართვის ორგანოების მუშაობის პრინციპი
- იცის პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის წესი: მოტეხილობის დროს.  სისხლდენის დროს, დამწვრობის დროს, დაბეჟილობის დროს.
- იცის ზოგადი სანიტარული ჰიგიენური ნორმები
- იცის უბედური შემთხვევების შეტყობინებისა და ავარიული სიტუაციების პროცედურები
- იცის გარემოს დაცვის ნორმები
- იცის სამუშაოს უსაფრთხოდ წარმოების ნორმები
- იცის სამშენებლო მოედანზე არსებული პოტენციური საფრთხეები
- იცის ეფექტური კომუნიკაციის წესი
- იცის დამკვეთის მოთხოვნის ჩანიშვნის წესი
- იცის საკუთრი მოვალეობები
- იცის საკუთარი უფლებები
- იცის პროფესიული განვითარების საშუალებები
- იცის კაბინაში ასვლა -ჩამოსვლის ე.წ. „სამი საყრდენის წესი“
- იცის მანქანის მუშა მდგომარეობაში მოყვანის ინსტრუქცია
- იცის კაბინის მაჩვენებლებზე ასახული ნიშნები
- იცის ციცხვის სწორად მოხმარების წესები
- იცის ციცხვის ტიპები დანიშნულების მიხედვით
- იცის გრუნტის სამუშაოების შესრულების წესი
- იცის ექსკავატორით ნგრევითი სამუშაოების შესასრულებლად შესაბამისი მოწყობილობების შერჩევის წესი
- იცის შესასრულებელ სამუშაოთა თანმიმდევრობა
- იცის თვითმცლელის დატვირთვის წესი
- იცის გზის მოჭრის წესი
- იცის მდინარიდან ბალასტის ამოღების წესი
- იცის ქვაბულის გათხრის წესი
- იცის თაბაშირის და სხვა წიაღისეულის მოპოვების წესი
 
მომზადების პროგრამის დეტალები
პროგრამის ხანგრძლივობა:  50 საათი (1,5- 2 თვე)
მომზადების პროგრამა განკუთვნილია მათთვის, ვისაც ექსკავატორ დამტვირთველის ოპერირების გამოცდილება საერთოდ არ აქვს და სურს ნულიდან აითვისოს პროფესია.  
გადამზადების პროგრამის დეტალები
გადამზადების პროგრამის ხანგრძლივობა: 30 საათი (1 თვე) 
 
გადამზადების პროგრამა განკუთვნილია მათთვის, ვისაც აქვს ექსკავატორის ოპერირების მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება და სურს, გაიღრმავოს კომპეტენცია.   
 
ღირებულების გადახდა ხდება წინასწარ, კურსის დაწყებამდე.