მონაწილეთა რაოდენობა

20

ტრენინგის ხანგრძლივობა

6 კვირა

პროფესიული გადამზადების პროგრამა „ერთციცხვიანი ექსკავატორის ოპერატორი“

პროგრამის სახელწოდება: ერთციცხვიანი ექსკავატორის ოპერატორი

პროგრამის ხანგრძლივობა: 6 კვირა

მსმენელთა საერთო რაოდენობა პროგრამაზე: 20

პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: პრაქტიკული გამოცდილება სპეციალური დანიშნულების ტექნიკის ოპერირების მიმართულებით (მინიმუმ 6 თვე)

 

პროგრამის მიზანი:

გადამზადების პროგრამის მიზანია ერთციცხვიანი ექსკავატორის გამოცდილი ოპერატორების აღჭურვა განახლებული ცოდნით, მოწინავე უნარებითა და მაღალი კომპეტენციებით, რომლებიც საჭიროა ერთციცხვიანი ექსკავატორის უსაფრთხოდ/ეფექტურად მუშაობისთვის და გრუნტის გადაადგილების სხვადასხვა ტიპის ოპერაციის დაგეგმვა/შესრულებისთვის. აღნიშნული მიიღწევა თეორიული და პრაქტიკული სწავლების კომბინაციით, რაც მოიცავს ოპერატორის ძირითად ფუნქციებს, ერთციცხვიანი ექსკავატორის უსაფრთხო ოპერირებას, მოვლა ექსპლუატაციის პროცესსა და სამუშაო პროცესის დაგეგმვა/შეფასებას. პროგრამა მსმენელებს მისცემს შესაძლებლობას გაიღრმავონ არსებული ცოდნა და უნარები შრომის ბაზარზე კონკურენტული პოზიციონირებისთვის.

 

პროგრამის აღწერა:

პროფესიული გადამზადების პროგრამაზე „ერთციცხვიანი ექსკავატორის ოპერატორი“ სწავლა შეუძლია ყველა დაინტერესებულ პირს, რომელსაც აქვს პრაქტიკული გამოცდილება სპეციალური დანიშნულების ტექნიკის ოპერირების მიმართულებით (მინიმუმ 6 თვე). აღნიშნული პროგრამა მორგებულია მსმენელთა საჭიროებებზე და ორიენტირებულია სწავლების მაღალ ხარისხზე. 

სწავლების 4 კვირის განმავლობაში მონაწილეები მიიღებენ თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას შპს „თეგეტა აკადემიის“ თეორიულ/სიმულაციური სწავლების გარემოში, ხოლო მომდევნო 2 კვირის განმავლობაში გაივლიან პრაქტიკულ ნაწილს პარტნიორ კომპანია შპს ,,ტრანსფორდის“ პრაქტიკულ გარემოში, რომელიც აღჭურვილი იქნება სწავლებისთვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური რესურსებით. სწავლებას განახორციელებენ მაღალკვალიფიციური სპეციალისტები, პროცესს ექნება ინტერაქციულ-პრაქტიკული სახე და შესაბამისი სიმულაციური ამოცანების მეშვეობით მსმენელები გაიმყარებენ თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკულ უნარებს. გამოყენებული სწავლებისა და შეფასების მეთოდები უზრუნველყოფს მომუშავე პროფესიონალების კვალიფიკაციის ამაღლებას და ჩვენი კურსდამთავრებულებისთვის კარიერული პერსპექტივების გაუმჯობესებას. 

პროფესიული გადამზადების პროგრამის „ერთციცხვიანი ექსკავატორის ოპერატორი“ კურსდამთავრებული მიიღებს სახელმწიფოს მიერ აღიარებულ ორენოვან სერტიფიკატს და დანართს.

 

სწავლის შედეგები:

  • ადგილობრივი და საერთაშორისო შრომის ბაზრის განვითარების ტენდენციების ანალიზი; 
  • ოპერატორის ფუნქციების და პასუხისმგებლობების განსაზღვრა;
  • გარემოსა და ჯანმრთელობის დაცვის, შრომის უსაფრთხოების და სანიტარული ნორმების დაცვის უზრუნველყოფა;
  • ექსკავატორის ძირითადი კომპონენტების აღწერა და ტექნიკის ოპერირება;
  • ეფექტური კომუნიკაციის მეთოდების გამოყენება ექსკავატორის სამუშაო ოპერაციებში;
  • ექსკავატორის მუშაობასთან დაკავშირებული სამუშაო პროცესის დაგეგმვა/შეფასება და რისკების იდენტიფიცირება;
  • ექსკავატორის ტექნიკური შემოწმება. 

 

სწავლების მეთოდები: 

  • ინტერაქციული ლექცია 
  • დემონსტრირება 
  • როლური თამაში 
  • პრაქტიკული მეცადინეობა 

 

აპლიკანტთა შერჩევის ფორმა: 

  • გასაუბრება
 

პარტნიორი და მხარდამჭერი კომპანია: 

პროფესიული გადამზადების პროგრამა ხორციელდება USAID-ის პროგრამის „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ მხარდაჭერით და შპს „ტრანსფორდთან“ პარტნიორობით. 

 
განხორციელების ადგილი: ქ. ფოთი

 კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდი: 0322 26 44 46