პროფესიული მომზადების პროგრამა „ერთციცხვიანი ექსკავატორის ოპერატორი“
პროგრამის სახელწოდება: ერთციცხვიანი ექსკავატორის ოპერატორი
პროგრამის ხანგრძლივობა: 12 კვირა
მსმენელთა საერთო რაოდენობა პროგრამაზე: 20
დაშვების წინაპირობა:
- განათლება: საბაზო
- ასაკი: მინიმუმ 17 წელი
პროგრამის მიზანი:
მომზადების პროგრამის მიზანია შესძინოს მსმენელებს ის საჭირო ცოდნა, უნარები და კომპეტენციები, რომელიც საჭიროა ერთციცხვიანი ექსკავატორის უსაფრთხოდ და ეფექტურად მუშაობისთვის. აღნიშნული კი მიიღწევა თეორიული და პრაქტიკული სწავლების კომბინაციით, რაც მოიცავს ერთციცხვიანი ექსკავატორის უსაფრთხო ოპერირებას, მოვლა ექსპლუატაციის პროცესსა და ოპერატორის ძირითად ფუნქციებს. პროგრამა მსმენელებს მისცემს შესაძლებლობას გახდნენ კონკურენტუნარიანი კადრები და დააკმაყოფილონ, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო შრომის ბაზრის მოთხოვნები.
პროგრამის აღწერა:
პროფესიული მომზადების პროგრამაზე „ერთციცხვიანი ექსკავატორის ოპერატორი“ სწავლა შეუძლია ყველა დაინტერესებულ პირს, რომელსაც უდასტურდება საბაზო განათლება და ასაკი არანაკლებ 17 წელი. აღნიშნული პროგრამა მორგებულია მსმენელთა საჭიროებებზე და ორიენტირებულია სწავლების მაღალ ხარისხზე.
სწავლების 8 კვირის განმავლობაში მსმენელები მიიღებენ თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას შპს „თეგეტა აკადემიის“ თეორიულ/სიმულაციურ სასწავლო გარემოში, ხოლო მომდევნო 4 კვირის განმავლობაში გაივლიან პრაქტიკულ ნაწილს შპს ,,ტრანსფორდის“ პრაქტიკულ გარემოში, რომელიც აღჭურვილი იქნება სწავლებისთვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური რესურსებით. სწავლებას განახორციელებენ მაღალკვალიფიციური სპეციალისტები, პროცესს ექნება ინტერაქციულ-პრაქტიკული სახე და შესაბამისი სიმულაციური ამოცანების მეშვეობით მსმენელები გაიმყარებენ თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკულ უნარებს. გამოყენებული სწავლებისა და შეფასების მეთოდები უზრუნველყოფს კვალიფიცირებული კადრების მომზადებას და მათი დასაქმების შესაძლებლობების გაუმჯობესებას.
პროფესიული მომზადების პროგრამის „ერთციცხვიანი ექსკავატორის ოპერატორი“ კურსდამთავრებული მიიღებს სახელმწიფოს მიერ აღიარებულ ორენოვან სერტიფიკატს და დანართს.
სწავლის შედეგები:
- პროფესიული განათლებით დასაქმების შესაძლებლობებისა და ადგილობრივი თუ საერთაშორისო შრომის ბაზრის მოთხოვნების განსაზღვრა;
- ექსკავატორის ოპერატორის ფუნქციების და პასუხისმგებლობების განსაზღვრა;
- სამუშაო ადგილზე ჯანმრთელობის დაცვის, შრომის უსაფრთხოებისა და სანიტარული რეგულაციების დაცვა;
- ექსკავატორის ძირითადი კომპონენტების და სპეციფიკაციების აღწერა;
- ექსკავატორის უსაფრთხო ოპერირება;
- ექსავატორის მეშვეობით გრუნტის გადაადგილების სხვადასხვა ტიპის ოპერაციების განხორციელების ცოდნა;
- ეფექტური კომუნიკაციის მეთოდების გამოყენება ექსკავატორის სამუშაო ოპერაციებში;
- ექსკავატორის ტექნიკური შემოწმება.
სწავლების მეთოდი:
- ინტერაქციული ლექცია
- დემონსტრირება
- დემონსტრირება
- პრაქტიკული მეცადინეობა
აპლიკანტთა შერჩევის ფორმა:
პარტნიორი და მხარდამჭერი კომპანია:
პროფესიული გადამზადების პროგრამა ხორციელდება USAID-ის პროგრამის „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ მხარდაჭერით და შპს „ტრანსფორდთან“ პარტნიორობით.
განხორციელების ადგილი: ქ. ფოთი
კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 0322 26 44 46