მონაწილეთა რაოდენობა

10-15

ტრენინგის ხანგრძლივობა

50 საათი

პროგრამის დასახელება:  ექსკავატორ დამტვირთველის ოპერატორის მომზადების პროგრამა

დასწრების წინაპირობა: ქართული ენის ცოდნა, ასაკი არანაკლებ 18 წელი

პროგრამის მიზანი: პროგრამის მიზანია მოამზადოს შესაბამისი კომპეტენციის მქონე ოპერატორი, რომელსაც ეცოდინება ექსკავატორ დამტვირთველის აგებულება და  მოვლა ექსპლუატაციის წესები.  ასევე, შეეძლება ექსკავატორ დამტვირთველის მეშვეობით გრუნტის გადაადგილების სხვადასხვა  ტიპის ოპერაციების დაგეგვა/შესრულება, უსაფრთხოებისა  და ტექნიკის სწორი ოპერირების წესების დაცვით.

დასაქმების სფერო და შესაძლებლობები:  პროგრამის გავლის შედეგად მიღებული ცოდნა და უნარები, ხელს შეუწყობს კურსდამთავრებულების დასაქმებას ნებისმიერ სამშენებლო ან მსგავსი პროფილის მქონე  კომპანიაში, სადაც სამუშაოების შესასრულებლად  გამოიყენება ექსკავატორ დამტვირთველი.

სწავლების მეთოდი:  პირისპირ სწავლება აუდიტორიაში, სწავლება სიმულატორის გამოყენებით და სასწავლო მოედანზე

შეფასების მეთოდი: (ტესტი, დაკვირვების ჩექლისტი, სიმულატორის მოდელირებული დავალებები ) 


კურსის პროგრამა

  • ექსკავატორ დამტვირთველის საკვანძო აგრეგატების ცოდნა/შემოწმება
  • ექსკავატორ  დამტვირთველის მოვლა ექსპლოატაციის წესების ცოდნა
  • ექსკავატორ  დამტვირთველის მართვის ორგანოების ცოდნა
  • შრომის უსაფრთხოების გათვალისწინებოთ ექსკავატორ დამტვირთველის ოპერირების ცოდნა
  • დამკვეთთან ეფექტური კომუნიკაციის და კარიერული განვითარების მეთოდების  ცოდნა
  • ექსავატორ დამტვირთველის მეშვეობით გრუნტის გადაადგილების სხვადასხვა ტიპის  ოპერაციების განხორციელების ცოდნა


კურსის სასწავლო შედეგები 

  • იცის ელექტროობის და ჰიდრავლიკის  საფუძვლები
  • იცის  ექსკავატორ დამტვირთველის  ძირითადი კვანძების აგებულება/ შემოწმება
  • იცის ექსკავატორ დამტვირთველის დამატებითი აგრეგატების აგებულება/ შემოწმება
  • იცის ექსკავატორ დამტვირთველის მოვლა ექსპლუატაციის წესები
  • იცის ექსკავატორ დამტვირტველის სარეგლამენტო სერვისის ინტერვალები
  • იცის ექსკავატორ დამტვირთველის დასაშვები დატვირთვები
  • იცის ექსკავატორ დამტვირთველის ჰიდრავლიკური მართვის ორგანოების მუშაობის პრინციპი
  • იცის ექსკაავტორ დამტვირთველის ელექტრონული მართვის ორგანოების მუშაობის პრინციპი
  • იცის კაბინაში ასვლა -ჩამოსვლის ე.წ. „სამი საყრდენის წესი“
  • იცის მანქანის მუშა მდგომარეობაში მოყვანის ინსტრუქცია
  • იცის კაბინის მაჩვენებლებზე ასახული ნიშნები
  • იცის ციცხვის სწორად მოხმარების წესები
  • იცის ციცხვის ტიპე დანიშნულების მიხედვით
  • იცის გრუნტის სამუშაოების შესრულების წესი
  • იცის ექსკავატორ დამტვირთველით ნგრევითი სამუშაოების შესასრულებლად შესაბამისი მოწყობილობების შერჩევის წესი
  • იცის შესასრულებელ სამუშაოთა თანმიმდევრობა 
  • იცის თვითმცლელის დატვირთვის წესი
  • იცის პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის წესი: მოტეხილობის დროს.  სისხლდენის დროს, დამწვრობის დროს, დაბეჟილობის დროს.
  • იცის ზოგადი სანიტარული ჰიგიენური ნორმები
  • იცის უბედური შემთხვევების შეტყობინებისა და ავარიული სიტუაციების პროცედურები
  • იცის გარემოს დაცვისა და სამუშაოს უსაფრთხოდ წარმოების ნორმები
  • იცის სამშენებლო მოედანზე არსებული პოტენციური საფრთხეები
  • იცის ეფექტური კომუნიკაციისა და დამკვეთის მოთხოვნის ჩანიშვნის წესი
  • იცის საკუთრი უფლებები და მოვალეობები
  • იცის პროფესიული განვითარების საშუალებები

სასწავლო რესურსები: 

1.       JCB -ის ონლაინ სასწავლო პლათფორმა
2.       Liebherr -ის ონლაინ სასწავლო პლათფორმა
3.       Mevea-ს სიმულაციური პროგრამა

მომზადების პროგრამის დეტალები
პროგრამის ხანგრძლივობა:  40 საათი (1,5-2 თვე)
მონაწილეობის ღირებულება: 1250₾

მომზადების პროგრამა განკუთვნილია მათთვის, ვისაც ექსკავატორ დამტვირთველის ოპერირების გამოცდილება საერთოდ არ აქვს და სურს ნულიდან აითვისოს პროფესია. 
 
გადამზადების პროგრამის დეტალები
პროგრამის ხანგრძლივობა:  24 საათი (1 თვე)
მონაწილეობის ღირებულება: 695₾

მომზადების პროგრამა განკუთვნილია მათთვის, ვისაც ექსკავატორ დამტვირთველის ოპერირების მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება აქვს და გაიღრმავოს კომპეტენცია.   

ღირებულების გადახდა ხდება წინასწარ, კურსის დაწყებამდე.
თუმცა შესაძლებელია ორ ნაწილად გადახდაც
 

კურსის დაწყების თარიღი:  15 მაისი 
თეორიული ტრენინგი:
  • 15, 16, 17 მაისი (ოთხშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი) - 19:00-21:30
  • 18 მაისი (შაბათი) 10:00-15:00
  • 22 და 23 მაისი (ოთხშაბათი, ხუთშაბათი) 10:00-14:00
  • სიმულაციური და პრაქტიკული ტრენინგი (27 მაისი- 14 ივნისი ): სიმულაციური ტრენინგები ჩატარდება თეორიულის პარალელურად, მონაწილეებთან ინდივიდუალიური შეთანხმების საფუძველზე. სრული კურსი დასრულდება 15 ივნისამდე.

რეგისტრაციისთვის შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა: https://forms.gle/8Eein1y9MBTLZ6R37

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:  0322 26 44 46 

გადამზადების პროგრამის დეტალები







სასწავლო პროცესთან დაკავშირებით დამატები ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ იხილოთ მოკლე ვიდეო