მონაწილეთა რაოდენობა

10-15

ტრენინგის ხანგრძლივობა

80 - 240 საათი

პროგრამის მიზანია გადაამზადოს ადამიანები, რომელიც  მუშაობენ  საავტომობილო სფეროში და აქვთ შეხება  სატვირთო ავტომობილის გაყიდვებთან, სათადარიგო ნაწილების რეალიზაციასთან და სატვირთო ავტომობილის აგრეგატების შეკეთებასან. კურსის განმავლობაში მონაწილეები შეისწავლიან სატვირთო ავტომობილის ძირითადი აგრეგატების და მექანიზმების მუშაობის პრინციპს, აგებულებას და გაეცნობიან სატვირთო ავტომობილებში გამოყენებულ თანამედროვე ტექნოლოგიებს. 


  • სატვირთო, მსუბუქი ავტომობილის ისტორია, სატვირთო ავტომობილის კლასები, მაწევარას კლასები, მისაბმელის კლასები, ნახევრადმისაბმელის კლასები, სატვირთოს კაბინის ტიპები, სატვირთოს შასის ტიპები, კაბინის დაკიდება, კაბინის ამწე მექანიზმი, სავარძლის დაკიდების სისტემა, აეროდინამიკა, სიმძიმის ცენტრი, სატვირთო ავტომობილების ბრენდების მიმოხილვა.
  • სატვირთო ავტომობილის აქტიური და პასიური უსაფრთხოების სისტემები, უსაფრთხოების ღვედი, აირბაგი, ინტერიერი, აქტიური კრუიზ კონტროლი, ზოლში მოძრაობის ასისტენტი და სხვა მსგავი სისტემები.
  • სატვირთო ავტომობილის დაკიდების და საჭის მექანიზმის ტიპები, მუშაობის პრინციპი, პნევმატური სარქველების ტიპები, კომპრესორის ტიპები, პნევმობალიშების ტიპები, სიმაღლის რეგულირება, ამორტიზატორები და მათი ტიპები, რესორული დაკიდების სისტემის აგებულება.
  • სატვირთო ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა, დისკური სამუხრუჭე სისტემა, ბარაბნული სამუხრუჭე სისტემა, ჰიდრავლიკური, პნევმატური და ელექტროჰიდრავლიკური სამუხრუჭე სისტემის აგებულება, სამუხრუჭე სისტემის ონკანები, კომპრესორი, ენერგოაკუმულატორები, სატვირთოს დამატებითი დამუხრუჭების სისტემები, რეტარდერი, აქვატარდერი, ინტარდერი, ძრავით დამუხრუჭების პრინციპები, ABS, ESP, TRACTION CONTROL, TEBS.
  • მექანიკური, ავტომატური,  ვარიატორული,  ორგადაბმულობიანი გადაცემათა კოლოფები, გადაბმულობის ტიპები, გადაბმულობის მართვის მეთოდები  ZF ECOLIFE, ZF AS TRONIC.
  • დიფერენციალები და სრულწამყვანიანი სისტემის ტიპები, ღია და ბლოკირებული დიფერენციალები, ჰიდრავლიკური ამძრავი სისტემები, გამანაწილებელი და  დამადაბლებელი კოლოფები.
  • შიგაწვის ძრავის ტიპები, მუშაობის პრინციპი, დიზელის ძრავის აგებულება, დიზელის ძრავის საწვავის მიწოდების სისტემის თაობები, ძრავის ბლოკის ტიპები, გაზგამანაწილებელი მექანიზმები. ბრენდებში გამოყენებული თანამედროვე ტექნოლოგიები.
  • ძრავის შეზეთვა, გაგრილების სისტემის აგებულება და მუშაობის პრინციპი.
  • საწვავის ტიპები ბენზინი, დიზელი, გაზი - სხვაობა, უპირეტესობა, თავისებურებები. 
  • ტურბო და სუპერ ჩარჯერის ტიპები მუშაობის პრინციპები, კლასიფიკაცია; 
  • გამოსაბოლქვი სისტემა და კატალიტიკური ანალიზატორი ბენზინის და დიზელის ძრავისთვის, DPF, BLUETEC, ევროსტანდარტები, რეგენერაციის რეჟიმები.
  • ელექტროობის საფუძვლები, (ამპერი, ვოლტი, წინაღობა) აკუმულატორების ტიპები,  მიმდევრობითი და პარალელური შეერთება.
  • დამუხტვა გაშვების სისტემის მუშაობის პრინციპი, დინამო, სტარტერი.
  • გათბობა კონდიცირების სისტემის აგებულება და მუშაობის პრინციპები.
  • სატვირთო ავტომობილის ცენტრალური შეპოხვის სისტემა, შასის დამატებიში აღჭურვილობები.
  • ტახოგრაფი და მისი მუაშაობის პრინციპი.
  • სატვირთო ავტომობილებში გამოყენებული დამატებითი გამათბობელი მოწყობილობების ტიპები(WEBASTO, EBERSPACHER)


ტრენინგის ხანგრძლივობა: განისაზღვრება დამკვეთის საჭიროებიდან გამომდინარე

ჯგუფში მონაწილეების რაოდენობა: 10-15

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 595 525 774

ტრენერი

Training

ოთარ სიხარულიძე

დირექტორი

Training

გიორგი კიკვაძე

ტექნიკური ტრენინგების განვითარების სამსახურის კოორდინატორი