მონაწილეთა რაოდენობა

20

ტრენინგის ხანგრძლივობა

12 კვირა

პროფესიული მომზადების პროგრამა „საკონტეინერო და ჩანგლიანი დამტვირთველის ოპერატორი“

  • მონაწილეთა რაოდენობა: 20
  • ტრენინგის ხანგრძლივობა: 12 კვირა 


პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:
 
  • ასაკი: არანაკლებ 18 წელი 
  • განათლება: საბაზო

 
აპლიკანტთა შერჩევის ფორმა:  
  • გასაუბრება 

 
პროგრამის მიზანი:  
პროგრამის მიზანია შესძინოს მსმენელებს საჭირო ცოდნა, უნარები და კომპეტენციები, რომელიც საჭიროა საკონტეინერო და ჩანგლიანი დამტვირთველის უსაფრთხოდ და ეფექტურად მუშაობისთვის. აღნიშნული კი მიიღწევა თეორიული და პრაქტიკული სწავლების კომბინაციით, რაც მოიცავს ტექნიკების უსაფრთხო ოპერირებას, მოვლა ექსპლუატაციის პროცესსა და ოპერატორის ძირითად ფუნქციებს. პროგრამა მსმენელებს მისცემს შესაძლებლობას გახდნენ კონკურენტუნარიანი კადრები და დააკმაყოფილონ, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო შრომის ბაზრის მოთხოვნები. 
 

პროგრამის მოკლე აღწერა:  
სწავლების 8 კვირის განმავლობაში მსმენელები მიიღებენ თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას შპს „თეგეტა აკადემიის“ თეორიულ/სიმულაციურ სასწავლო გარემოში, ხოლო მომდევნო 4 კვირის განმავლობაში გაივლიან პრაქტიკულ ნაწილს შპს ,,ტრანსფორდის“ პრაქტიკულ გარემოში, რომელიც აღჭურვილი იქნება სწავლებისთვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური რესურსებით. სწავლებას განახორციელებენ მაღალკვალიფიციური სპეციალისტები, პროცესს ექნება ინტერაქციულ-პრაქტიკული სახე და შესაბამისი სიმულაციური ამოცანების მეშვეობით მსმენელები გაიმყარებენ თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკულ უნარებს. გამოყენებული სწავლებისა და შეფასების მეთოდები უზრუნველყოფს კვალიფიცირებული კადრების მომზადებას და მათი დასაქმების შესაძლებლობების გაუმჯობესებას. პროფესიული მომზადების პროგრამის „საკონტეინერო და ჩანგლიანი დამტვირთველის ოპერატორი“ კურსდამთავრებული მიიღებს სახელმწიფოს მიერ აღიარებულ ორენოვან სერტიფიკატს და დანართს.
 

კურსდამთავრებულთა კარიერული შესაძლებლობები:  
პროგრამის გავლის შედეგად მიღებული ცოდნა და უნარები, ხელს შეუწყობს კურსდამთავრებულებთა დასაქმების პერსპექტივებს ტრანსპორტის მომსახურების ინდუსტრიაში, სადაც სამუშაოების შესასრულებლად გამოიყენება საკონტეინერო და ჩანგლიანი დამტვირთველები. აღნიშნული პროგრამა მორგებულია შრომის ბაზრის საჭიროებებს და ორიენტირებულია სწავლების მაღალ ხარისხზე. 
 

სწავლების მეთოდები:  
  • ინტერაქციული ლექცია 
  • დემონსტრირება 
  • როლური თამაში 
  • პრაქტიკული მეცადინეობა 
  • პრაქტიკული სავარჯიშო 
 

შეფასების მეთოდები:  
  • გამოკითხვა 
  • პრაქტიკული დავალება  
 

სწავლის შედეგები: 
  • პროფესიული განათლებით დასაქმების შესაძლებლობებისა და ადგილობრივი თუ საერთაშორისო შრომის ბაზრის მოთხოვნების განსაზღვრა; 
  • ოპერატორის ფუნქციების და პასუხისმგებლობების განსაზღვრა; 
  • სამუშაო ადგილზე ჯანმრთელობის დაცვის, შრომის უსაფრთხოებისა და სანიტარული რეგულაციების დაცვა; 
  • საკონტეინერო დამტვირთველის ძირითადი კომპონენტების და სპეციფიკაციების აღწერა; 
  • საკონტეინერო დამტვირთველის მართვა და გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
  • უსაფრთხო სამუშაო დატვირთვების ცოდნა, სხვადასხვა ტიპის კონტეინერების იდენტიფიცირების ჩათვლით; 
  • ჩანგლიანი დამტვირთველის საკვანძო აგრეგატების ცოდნა და შემოწმება; 
  • ჩანგლიანი დამტვირთველის მართვის ორგანოების ცოდნა და გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
  • ჩანგლიანი დამტვირთველის მეშვეობით ტვირთის გადაადგილების სხვადასხვა ტიპის ოპერაციის შესრულება; 
  • საკონტეინერო და ჩანგლიანი დამტვირთველის ტექნიკური შემოწმება. 
 

პარტნიორი და მხარდამჭერი კომპანია: 
პროფესიული გადამზადების პროგრამა ხორციელდება USAID-ის პროგრამის „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ მხარდაჭერით და შპს „ტრანსფორდთან“ პარტნიორობით. 
 

განხორციელების ადგილი: ქ. ფოთი


რეგისტრაციის ბმული: https://shorturl.at/wtISD