მონაწილეთა რაოდენობა

8-12

ტრენინგის ხანგრძლივობა

4 საათი

ბიზნეს ტრენინგები Front ოფისის თანამშრომლების კვალიფიკაციის ასამაღლებლად


შინაარსი
გაგჩენია სურვილი, რომ იმაზე მეტს ხვდებოდე, ვიდრე ადამიანი საკუთარი სიტყვებით გეუბნება? ამ კითხვაზე პასუხს ტრენინგზე მიიღებ. სხეულის ენა გკარნახობს რა დგას სიტყვების უკან და როგორია ადამიანის განწყობა საუბრის დროს.
 
ტრენინგის მიზანი
მონაწილეებს გააცნოს სხეულის ენა და განუვითაროს ის უნარი, რაც დაეხმარებათ მათ კომუნიკაცია უფრო მეტად ეფექტური გახადონ.
 
ტრენინგის თემატიკა
  • რას ნიშნავს სხეულის ენა. 
  • რა მნიშვნელობა აქვს კომუნიკაციაში სხეულის ენას. 
  • რა დროს შეგვიძლია გამოვიყენოთ სხეულის ენის ტექნიკები 

შედეგი
ტრენინგის გავლის შემდეგ მონაწილეებს ეცოდინებათ რაზე მიანიშნებს სხეულის ენა კომუნიკაციის დროს და შეძლებენ გამოიცნონ კომუნიკაციაში ჩართულ პირთა განწყობები და შეგრძნებები.

სამიზნე აუდიტორია
ნებისმიერი მსურველი, ვინც ხშირად არის ჩართული მოლაპარაკებებში, ვისაც აინტერესებს სხეულის ენა და სურს გაიუმჯობესოს კომუნიკაციის უნარი.
 
მეთოდოლოგია
ტრენინგი ეფუძნება Allan Pease, Barbara Pease მიდგომებსა და მეთოდოლოგიას 

ტრენერი

Training

მარიეტა მაჭარაშვილი

ბიზნეს ტრენერი

Training

ეთუნა ჩუბინიძე

ტრენინგებისა და კარიერული განვითარების სამსახურის კოორდინატორი