-(1)-(1).png)
15
სექ
2025 წლის 15 სექტემბერს თეგეტა აკადემიაში პროფესიული მომზადების პროგრამაზე „ექსკავატორ-დამტვირთველის და ფრონტალური დამტვირთველის ოპერატორი“ სასწავლო პროცესი დაიწყო.
პროფესიული მომზადების პროგრამაზე ჩაირიცხნენ ის პირები, რომლებმაც დააკმაყოფილეს პროგრამაზე დაშვებისა და მიღების წინაპირობები.
თეგეტა აკადემიის გუნდმა მსმენელებს გაცნობითი სახის შეხვედრა ჩაუტარა, პროგრამის განმახორციელებლებმა კი გააცნეს პროგრამის შინაარსობრივი ნაწილი და სასწავლო განრიგი. ასევე, მსმენელებმა დაათვალიერეს სასწავლო დანიშნულების სიმულატორი და გაიარეს პრაქტიკული მოსინჯვა.
პროგრამის მიმდინარეობისას მსმენელები გაივლიან როგორც თეორიულ და სიმულაციურ სწავლებას, ისე პრაქტიკულ კომპონენტს რეალურ ტექნიკაზე.
თეგეტა აკადემია ულოცავს მსმენელებს სასწავლო პროცესის დაწყებას და უსურვებს წარმატებას!
პროფესიული მომზადება/გადამზადების პროგრამები ხორციელდება ა(ა)იპ - პროფესიული უნარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით.