7 დეკემბერს, 19:00სთ-ზე თეგეტა ჰოლდინგი, როგორც ქალთა გაძლიერების პრინციპებზე ხელმომწერი კომპანია, შეუერთდა გენდერული ძალადობის წინააღმდეგ გლობალურ კამპანიას და "თეგეტა აკადემიის" ინიციატივით ჩაატარა LIVE შეხვედრა-სემინარი თემაზე - ქალთა სოციალური და ეკონომიკური გაძლიერება ორგანიზაციაში და მის გარეთ.
შეხვედრა-სემინარის ფარგლებში სპიკერებმა ისაუბრეს კერძო სტრუქტურების როლზე ქალთა ეკონომიკურ და სოციალურ გაძლიერებაში; გამოწვევებზე, რომლის წინაშეც დგანან ქალები, რომლებიც სპეციფიურ და ძალისმიერ პროფესიებს ირჩევენ; მასკულინური დარგის სპეციფიკაზე და იმ კომპანიების პასუხისმგებლობაზე, რომლებიც ამ დარგში ოპერირებენ.
შეხვედრა-სემინარის სპიკერები:
ლიკა ბერუაშვილი - თეგეტა მოტორსის ეიჩარ დეპარტამენტის ხელმძღვანელი და თეგეტა აკადემიის დირექტორი.
ანა ფაშალიშვილი - საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროგრამების ანალიტიკოსი.
ანა გიორგაძე - თბილისის სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომელი, MAN-ის ავტობუსის მძღოლი.
თორნიკე გურული - პროექტის მოდერატორი, თეგეტა მოტორსის მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი.
გენდერული ძალადობის წინააღმდეგ გლობალური კამპანია 25 ნოემბერს, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს დაიწყო და 10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს დასრულდება.

LIVE შეხვედრა-სემინარის ჩანაწერის სანახავად ესტუმრეთ ლინკს.