30
სექ
2026 წლის 30 სექტემბერს, თეგეტა აკადემიის ბათუმის ფილიალში პროფესიული მომზადების პროგრამაზე „მსუბუქი ავტომობილის კომპიუტერული დიაგნოსტიკოსი“ სასწავლო პროცესი დაიწყო. აღნიშნული პროგრამა თეგეტა აკადემიის მიერ უკვე მესამედ ხორციელდება, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს მის აქტუალურობასა და შრომის ბაზარზე მოთხოვნას.
პროფესიული მომზადების პროგრამაზე „მსუბუქი ავტომობილის კომპიუტერული დიაგნოსტიკოსი“ ჩაირიცხა 14 მსმენელი, რომლებმაც დააკმაყოფილეს პროგრამაზე დაშვებისა და მიღების წინაპირობები.
თეგეტა აკადემიის გუნდმა მსმენელებს გაცნობითი სახის შეხვედრა ჩაუტარა, პროფესიული განათლების მასწავლებლებმა კი გააცნეს პროგრამის შინაარსობრივი ნაწილი და სასწავლო განრიგი. ასევე, მსმენელებმა დაათვალიერეს თეგეტა აკადემიის თეორიულ/პრაქტიკული სასწავლო სივრცეები და პარტნიორი კომპანიის შპს „თეგეტა მოტორსის“ სამუშაო გარემო.
თეგეტა აკადემია ულოცავს მსმენელებს სასწავლო პროცესის დაწყებას და უსურვებს წარმატებას!
_______________________________________
პროფესიული მომზადების პროგრამა ხორციელდება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით და შპს „თეგეტა მოტორსის“ პარტნიორობით.