Main Image

თეგეტა აკადემიის მიერ არაფორმალური განათლების აღიარების უფლების მოიპოვების საფუძველზე, უკვე გვაქვს შესაძლებლობა არაფორმალური განათლების აღიარების განაცხადები მივიღოთ!
თეგეტა აკადემია არის პირველი, ვინც მსურველებს უღიარებს არაფორმალურ განათლებას და გასცემს სახელმწიფოს მიერ აღიარებულ დიპლომს!
 
2021 წლის 4 აგვისტოდან გამოაცხადდა არაფორმალური განათლების აღიარების მსურველთა მიღება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ელექტრონული პორტალის vet.emis.ge- საშუალებით. არაფორმალური განათლების აღიარების დადასტურების შედეგად დირექტორის ბრძანებით მაძიებლის სახელზე გაიცემა:
 
  • ცნობა სწავლის დადასტურებული სწავლის შედეგის შესახებ;
  • სერტიფიკატი (დანართითურთ) არაფორმალური- მოდულით/ებით განსაზღვრული სწავლის შედეგის შესახებ;
  • დიპლომი - საგანმანათლებლო სტანდარტით გათვალისწინებული სწავლის შედეგების სრული დადასტურების შემთხვევაში.
ნებისმიერ მსურველს, ვისაც აქვს საავტომობილო სფეროში არაფორმალურ გარემოში მიღებული განათლება და სურს სახელმწიფოს მიერ იქნას აღიარებული მისი განათლება, შესაძლებლობა ეძლევა დარეგისტრირდეს და მიიღოს შესაბამისი დოკუმენტი.
 
არაფორმალური განათლების აღიარების პროცესი პირველი ნაკადისთვის განხორციელდება 4 აგვისტოდან 10 ნოემბრის ჩათვლით, სერტიფიცირებული კონსულტანტის ჩართულობით.
 
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 032 226 44 46.