30
ივლ
თეგეტა აკადემიამ MAN-ის საერთაშორისო ტრენინგს უმასპინძლა, სადაც მოწვეულმა ტრენერებმა მსოფლიოში მიმდინარე ახალი ტენდენციები და წლის მთავარი გამოწვევები მიმოიხილეს.
ტრენინგს ესწრებოდნენ გაყიდვების კონსულტანტები MAN-ის ქართული, სომხური და აზერბაიჯანული წარმომადგენლობებიდან.
MAN-ის ტრენერების გამოცდილების გაზიარების შემდეგ თეგეტა აკადემიის ლექტორებმა ეფექტურ გაყიდვებზე ისაუბრეს. ტრენინგის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, თეორიულ ნაწილთან ერთად MAN-ის სატვირთო ავტომობილების უპირატესობები პრაქტიკულად გამოეცადათ.
| თეგეტა აკადემია - ადგილი მუდმივი განვითარებისთვის.