16
дек
თეგეტა აკადემიის, ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციისა და თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთის პარტნიორობით, USAID-ის პროგრამის „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ ფარგლებში, ხორციელდება პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს პრაქტიკული და სიმულაციური სასწავლო პლატფორმის შექმნას მძიმე ტექნიკის ოპერატორებისთვის.
პროექტის პრეზენტაცია სამშენებლო ინდუსტრიაში მომუშავე კომპანიებისთვის გაიმართა. ღონისძიების მეორე ნაწილი კომპანიის წარმომადგებლებისგან შექმნილ ფოკუს ჯგუფს დაეთმო, სადაც მათი საჭიროებები გაჟღერდა. ამ ინფორმაციის საფუძველზე კი სამომავლოდ პროგრამის სპეციფიკა შემუშავდება.
შეხვედრის განმავლობაში რამდენიმე კომპანიასთან გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი, რაც ითვალისწინებს იმას, რომ მათი ოპერატორები პირველები ჩაერთვებიან სასწავლო პროგრამებში.