Main Image

3

окт

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა „ელექტრო და ელექტრონული სისტემების შეკეთება“ - საკვალიფიკაციო გამოცდით დასრულდა.

პროგრამა 2022 წელს დაიწყო და სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების (დუალური) ფორმით განხორციელდა. 

სტუდენტები 8 თვის განმავლობაში გადიოდნენ თეორიულ სწავლებას, რომლის ფარგლებშიც ზოგად და დარგობრივ მოდულებს დაეუფლნენ. 2023 წლიდან თეგეტა რითეილის გამოცდილ ინსტრუქტორებთან ერთად პრაქტიკულ სწავლებაში ჩაერთნენ და მსუბუქი ავტომობილის ელექტრო და ელექტრონული სისტემების შეკეთების დეტალები რეალურ სამუშაო გარემოში შეისწავლეს.

წარმატებული სტუდენტები ამავე პროფილით თეგეტა მოტორსში დასაქმდებიან. 

საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების შემდეგ კურსდამთავრებულებს სახელმწიფოს მიერ აღიარებული პროფესიული დიპლომები გადაეცემათ.