11
сен
თეგეტა აკადემია აფართოებს სწავლების პროფილს და დაინტერესებულ პირებს სთავაზობს სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულების პროფესიული მომზადება/გადამზადების პროგრამებს.
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლების მინიჭების საბჭოს გადაწყვეტილებით 2024 წლის 11 სექტემბერს თეგეტა აკადემიამ ქ. თბილისში პროფესიული მომზადება/გადამზადების პროგრამების განხორციელების უფლება მოიპოვა, შემდეგ პროგრამებზე:
- პროფესიული მომზადების პროგრამა - „ ერთციცხვიანი ექსკავატორის ოპერატორი“
- პროფესიული გადამზადების პროგრამა - „ერთციცხვიანი ექსკავატორის ოპერატორი“
- პროფესიული მომზადების პროგრამა - ექსკავატორ-დამტვირთველის და ფრონტალური დამტვირთველის ოპერატორი“
- პროფესიული გადამზადების პროგრამა - „ექსკავატორ-დამტვირთველის და ფრონტალური დამტვირთველის ოპერატორი“
- პროფესიული მომზადების პროგრამა - „ჩანგლიანი დამტვირთველის ოპერატორი“
- პროფესიული გადამზადების პროგრამა - „ჩანგლიანი დამტვირთველის ოპერატორი“
პროგრამები შემუშავდა USAID-ის პროგრამის „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ მხარდაჭერით.
პროგრამა მორგებულია შრომის ბაზრის მოთხოვნებს, კურსდამთავრებულებს აქვთ დასაქმების მაღალი შესაძლებლობა. პროგრამის დასრულების შემდეგ ისინი მიიიღებენ სახელმწიფოს მიერ აღიარებულ ორენოვან სერტიფიკატს, დანართით.