Main Image

5

авг

პროგრამის მიზანია იმ ცოდნისა და უნარების მქონე სპეციალისტების მომზადება, რომლებიც კვალიფიციურად შეძლებენ საქართველოს ბაზარზე არსებული ავტომობილების, ავტოსატრანსპორტო საშუალებების ამძრავისა და სხვა ელექტრონული კომპონენტების კომპიუტერულ დიაგნოსტირებას შესაბამისი აპარატებითა და სქემა-მანუალების დახმარებით.

რეგისტრაციის ვადები: 05 აგვისტო, 2026 - 18 სექტემბერი, 2026
 
სწავლის დაწყების თარიღი: 30 სექტემბერი, 2026
 
მსმენელის მიერ გადასახდელი თანხა: 2500 ლარი
 
პროგრამის ხანგრძლივობა: 28 კვირა
 
განხორციელების ადგილი: ქ. ბათუმი
 
დაშვების წინაპირობა: 
ასაკი: მინიმუმ 17 წელი
განათლება: საბაზო
 
სარეგისტრაციო ბმული: https://vet.emis.ge/#/training-programs 
 
გაეცანით დეტალურ ინფორმაციას პროგრამის ირგვლივ
 
პროფესიული მომზადების პროგრამების დასრულების შემდგომ კურსდამთავრებულზე გაიცემა სახელმწიფოს მიერ აღიარებული სერტიფიკატი დანართით, რომელშიც ფიქსირდება პირის მიერ პროგრამის ფარგლებში მიღწეული ცოდნა და უნარები.
 
გისურვებთ წარმატებას!
 
 
_______________________________________
პროფესიული მომზადების პროგრამა ხორციელდება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალაგაზრდობის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით და შპს „თეგეტა მოტორსის“ პარტნიორობით.