Main Image

25

ноя

თეგეტა აკადემიამ არაფორმალური განათლების აღიარება დაიწყო!

2026 წელს, თეგეტა აკადემიამ მოიპოვა არაფორმალური განათლების აღიარების უფლება  სპეც. ტექნიკის, მსუბუქი ავტომობილებისა და გაყიდვების კონსულტანტის პროფესიულ პროგრამებზე. 

ნებისმიერ მსურველს, ვისაც აქვს საავტომობილო სფეროში არაფორმალურ გარემოში მიღებული განათლება და გამოცდილება, სწორედ თეგეტა აკადემიაში აქვს შესაძლებლობა მიიღოს  სახელმწიფოს მიერ აღიარებული სერტიფიკატი. 

პროცესს გაუძღვება არაფორმალური  განათლების აღიარების  სერტიფიცირებული კონსულტანტი, რომელიც დაინტერესებულ პირებს საჭირო კონსულტაციას გაუწევს და დაეხმარება შესაბამისი პროცედურების გავლაში. 

2026 წლის 25 ნოემბრიდან  თეგეტა აკადემია მსუბუქი ავტომობილის მიმართულებით არაფორმალური განათლების აღიარებაზე რეგისტრაციის პირველ ციკლს აცხადებს. 

რეგისტრაციის მსურველები წინასწარ დაგვიკავშირდით ნომერზე: 0322 26 44 46 ან ელ ფოსტაზე: [email protected] 

„არაფორმალური განათლების აღიარება არის შესაძლებლობა, შენი ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება აღიარებულ კვალიფიკაციად აქციო.“