Main Image

8

ноя

თეგეტა აკადემიაში ელექტრო და ელექტრონული სისტემების შეკეთების სასწავლო პროგრამა დაიწყო. პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე შერჩევის პროცესი 116 მსურველიდან წარმატებით 15-მა გაიარა და ისინი ახალი ნაკადის სტუდენტები გახდნენ. 
 
აკადემიამ სწავლის დაწყებამდე სტუდენტებს გაცნობითი ხასიათის ღონისძიებაზე უმასპინძლა. მათ საშუალება ჰქონდათ, გაცნობოდნენ თეგეტა ჰოლდინგს, მენტორებსა და აკადემიის სასწავლო გარემოს. 
____________
პროფესიული კოლეჯის სტუდენტები სწავლის წარმატებით დასრულების შემდეგ დიპლომირებული სპეციალისტები გახდებიან, რომლებსაც შესაძლებლობა ექნებათ, დაიწყონ საქმიანობა მსუბუქი ავტოტრანსპორტის ელექტრო და ელექტრონული სისტემების სერვისის მიმართულებით.