Main Image

16

май

თეგეტა აკადემიაში ექსკავატორ-დამტვირთველის ოპერატორის მომზადება-გადამზადების ტრენინგი ჩატარდა. 

თეორიულ-პრაქტიკული კურსის ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ როგორც  ექსკავატორ-დამტვირთველის აგებულებას, ასევე მოვლა-ექსპლუატაციის წესებს. 
ინოვაციური სიმულატორის გამოყენებით მომავალი ოპერატორებისათვის რეალისტური გარემო შეიქმნა, სადაც მათ პრაქტიკული გამოცდილება მიიღეს მძიმე ტექნიკის მართვასა და კომპლექსური სამშენებლო დავალებების შესრულებაში.

| პროექტი ხორციელდება USAID-ის პროგრამის, „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“, მხარდაჭერით. The USAID Industry-led Skills Development Program