Main Image

24

май

თეგეტა აკადემიაში ექსკავატორ-დამტვირთველის ოპერატორის მომზადება/გადამზადების თეორიული ტრენინგები დაიწყო. 

კურსის მიზანია, მოამზადოს შესაბამისი კომპეტენციის მქონე ოპერატორი, რომელსაც ეცოდინება ექსკავატორ-დამტვირთველის აგებულება, მოვლა-ექსპლუატაციის წესები და ოპერირება.
თეგეტა აკადემიის ახალი ინიციატივით, ქალებისთვის ახალი პროფესიული შესაძლებლობები შექმნას, აღნიშნულ პროგრამას 6 ქალი შემოუერთდა.

27 მაისიდან ექსკავატორ-დამტვირთველის კურსზე პრაქტიკული ტრენინგებიც დაიწყება.
პროექტი ხორციელდება USAID-ის პროგრამის, „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“, მხარდაჭერით. The USAID Industry-led Skills Development Program

| თეგეტა აკადემია - ადგილი მუდმივი განვითარებისთვის.