15
ноя
თეგეტა აკადემიაში სასწავლო პროცესი განახლდა. ძრავის მექანიკოსის პროფესიას 15 პროფესიული სტუდენტი დაეუფლება. მსუბუქი ავტომობილის ძრავის შეკეთების პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე მოსახვედრად მათ ტესტირებისა და გასაუბრების ეტაპი გაიარეს.
პროგრამის დაწყებამდე თეგეტა აკადემიამ ახალი ნაკადის სტუდენტებს გაცნობითი ხასიათის ღონისძიებაზე უმასპინძლა. მათ საშუალება ჰქონდათ, აკადემიას, ადმინისტრაციას, პროფესიულ მასწავლებლებს, შიდა და გარე სივრცეებს გასცნობოდნენ, ენახათ თეორიული და პრაქტიკული სწავლებისთვის განკუთვნილი სივრცეები.
თეგეტა აკადემიაში აღნიშნული პროგრამა პირველად ხორციელდება. რაც ნიშნავს იმას, რომ დიპლომირებულ ელექტრო მექანიკოსებთან ერთად, მომავალ წელს, აკადემიას პირველი დიპლომირებული ძრავის მექანიკოსებიც ეყოლება.