12
авг
თეგეტა აკადემიაში USAID-ის პროექტის ,,დამსაქმებლები პროფესიული განვითარებისთვის" მხარდაჭერით ,,TOT - ტრენინგები ტრენერებისთვის" ჩატარდა.
აღნიშნული შეხვედრების შედეგად თეგეტა აკადემიის ტრენერებმა გაიუმჯობესეს ეფექტური კომუნიკაციისა და აუდიტორიასთან მუშაობის უნარები. ასევე, ტრენინგების დაგეგმვისა და განხორციელების ტექნიკები.
თეგეტა აკადემია მუდმივად აახლებს სასწავლო პროგრამებს. შესაბამისად, სამომავლო ტრენინგების ეფექტიანად წარმართვისთვის მნიშვნელოვანია ტრენერების მუდმივი გადამზადება და მათი კვალიფიკაციის ამაღლება.
| პროექტი ხორციელდება USAID-ის პროგრამის, „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“, მხარდაჭერით. The USAID Industry-led Skills Development Program