პროგრამის სახელწოდება: ერთციცხვიანი ექსკავატორის ოპერატორი
პროგრამის ხანგრძლივობა: 6 კვირა
მსმენელთა საერთორაოდენობა პროგრამაზე: 20
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: დარგში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება აღწერა მინიმუმ 6 თვე
პროგრამის აღწერა:
პროფესიული გადამზადების პროგრამაზე „ერთციცხვიანი ექსკავატორის ოპერატორი“ სწავლა შეუძლია ყველა დაინტერესებულ პირს, რომელსაც აქვს პრაქტიკული გამოცდილება. აღნიშნული პროგრამა მორგებულია მსმენელთა საჭიროებებზე, ორიენტირებულია სწავლების მაღალ ხარისხზე და დაფუძნებულია საუკეთესო ადგილობრივ გამოცდილებაზე. სწავლების 4 კვირის განმავლობაში მონაწილეები მიიღებენ თეორიულ ცოდნას შპს „თეგეტა აკადემიის“ თეორიული სწავლების გარემოში, ხოლო მომდევნო 2 კვირის განმავლობაში გაივლიან პრაქტიკულ ნაწილს შპს „თეგეტა აკადემიის“ პრაქტიკულ გარემოში, რომელიც აღჭურვილი იქნება სწავლებისთვის საჭირო მატერიალ-ტექნიკური რესურსებით. სწავლებას განახორციელებენ მაღალკვალიფიცრებული სპეციალისტები, პროცესს ექნება ინტერაქციულ-პრაქტიკული სახე და შესაბამისი სიმულაციური ამოცანების მეშვეობით მსმენელები გაიმყარებენ თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკულ უნარებს. გამოყენებული სწავლებისა და შეფასების მეთოდები უზრუნველყოფს მომუშავე პროფესიონალების კვალიფიკაციის ამაღლებას და ჩვენი კურსდამთავრებულებისთვის კარიერული პერსპექტივების გაუმჯობესებას.
პროფესიული გადამზადების პროგრამის „ერთციცხვიანი ექსკავატორის ოპერატორი“ კურსდამთავრებული მიიღებს სახელმწიფოს მიერ აღიარებულ ორენოვან სერტიფიკატს და დანართს.
პროგრამის მიზანი:
პროგრამის მიზანია გამოცდილი ერთციცხვიანი ექსკავატორის ოპერატორების აღჭურვა განახლებული ცოდნით, მოწინავე უნარებითა და მაღალი კომპეტენციებით, რომლებიც საჭიროა ექსკავატორის უსაფრთხოდ/ეფექტურად მუშაობისთვის და გრუნტის გადაადგილების სხვადასხვა ტიპის ოპერაციების დაგეგმვა/შესრულებისთვის. აღნიშნული მიიღწევა თეორიული და პრაქტიკული სწავლების კომბინაციით, რაც მოიცავს ოპერატორის ძირითად ფუნქციებს, ერთციცხვიანი ექსკავატორის უსაფრთხო ოპერირებას, მოვლა ექსპლუატაციის პროცესსა და სამუშაო პროცესის დაგეგმვა/შეფასებას. აღნიშნული პროგრამა, მსმენელებს მისცემს შესაძლებლობას გაიღრმავონ არსებული ცოდნა და უნარები შრომის ბაზარზე კონკურენტული პოზიციონირებისთვის.
სწავლის შედეგები:
- ადგილობრივი და საერთაშორისო შრომის ბაზრის განვითარების ტენდენციების ანალიზი;
- ოპერატორის ფუნქციების და პასუხისმგებლობების განსაზღვრა;
- გარემოსა და ჯანმრთელობის დაცვის, შრომის უსაფრთხოების და სანიტარული ნორმების დაცვის უზრუნველყოფა;
- ექსკავატორის ძირითადი კომპონენტების აღწერა და ტექნიკის ოპერირება;
- ეფექტური კომუნიკაციის მეთოდების განსაზღვრა სატვირთო ოპერაციებში;
- ექსკავატორის მუშაობასთან დაკავშირებული სამუშაო პროცესის დაგეგმვა/შეფასება და რისკების იდენტიფიცირება;
- ექსკავატორის ტექნიკური შემოწმება.
სწავლების მეთოდები:
- პრაქტიკული მეცადინეობა
- ინტერაქციული ლექცია
- დემონსტრირება
აპლიკანტთა შერჩევის ფორმა:
განხორციელების ადგილი: ქ. თბილისი
კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 0322 26 44 46