მონაწილეთა რაოდენობა

15

ტრენინგის ხანგრძლივობა

26 კვირა

პროგრამის მიზანი:
პროგრამის მიზანია, მსმენელი მოკლე დროში აღიჭურვოს იმ ცოდნითა და პროფესიული უნარ-ჩვევებით, რომლებსაც რეალურად გამოიყენებს საავტომობილო სფეროში, საბითუმო და საცალო გაყიდვების მიმართულებით. პროგრამა ორიენტირებულია მსმენელს შეასწავლოს მსუბუქი ავტომობილის ისეთი დეტალები, როგორიცაა: აგებულება, ნაწილები, ზეთები, საბურავები, აკუმულატორები, მათი არსი/დანიშნულება და კონკრეტული დეტალის სწორად შერჩევა/შეთავაზება. ცოდნა და უნარები, რომელსაც ავითარებს პროგრამა მოთხოვნადია დამსაქმებლების მხრიდან, რაც ხელს შეუწყობს კურსდამთავრებულთა წარმატებულ დასაქმებას. 

 
პროგრამის მოკლე აღწერა:  
სწავლების 26 კვირის განმავლობაში მსმენელები მიიღებენ თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკულ უნარებს თეგეტა აკადემიასა და თეგეტა მოტორსში.  სწავლების პროცესს ექნება ინტერაქციულ-პრაქტიკული სახე, სასწავლო კვირეული დატვირთვაა 20 საათი. სასწავლო პროცესში საჭირო რესურსები სრულად იქნება უზრუნველყოფილი აკადემიისა და პარტნიორი კომპანიის მიერ. პროგრამაზე სწავლებას განახორციელებენ გამოცდილი სპეციალისტები, რომელთაც აქვთ თეორიული და პრაქტიკული გამოცდილება პროგრამის მიმართულებით.  

პროფესიული მომზადების პროგრამის ფარგლებში, გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევის შემდეგ, კურსდამთავრებული მიიღებს სახელმწიფოს მიერ აღიარებულ პროფესიული განათლების დამადასტურებელ სერტიფიკატს დანართით, რომელშიც ფიქსირდება პირის მიერ პროგრამის ფარგლებში მიღწეული ცოდნა და უნარები.


კურსდამთავრებულთა კარიერული შესაძლებლობები:  
წარმატებული კურსდამთავრებულები დასაქმდებიან თეგეტა მოტორსში ისეთ პოზიციებზე, როგორებიცაა: გაყიდვების კონსულტანტი, სექტორის მენეჯერი, აღრიცხვის ოპერატორი და სხვა.

 
სწავლის შედეგები:
  • მსუბუქი ავტომობილის აგებულება და დეტალების იდენტიფიცირება
  • მსუბუქი ავტომობილების აკუმულატორის შერჩევა
  • მომსახურების პროცესის ეფექტური წარმართვა, მომხმარებლის საჭიროების დადგენა და პროდუქტის შეთავაზება
  • მსუბუქი ავტომობილის კატალოგებში დეტალის მოძიება და შერჩევა
  • მსუბუქი ავტომობილების საცხებ-საპოხი მასალების შერჩევა
  • მსუბუქი ავტომობილების საბურავის შერჩევა


სწავლების მეთოდები:  
  • ინტერაქციული ლექცია 
  • პრაქტიკული მეცადინეობა 
  • სამუშაო პრაქტიკა თეგეტა მოტორსში
 

მომზადების პროგრამის დეტალები
პროგრამის ხანგრძლივობა: 6.5 თვე (3 თვე - თეორია; 3.5თვე - სამუშაო პრაქტიკა თეგეტა მოტორსის სერვისში)
პროგრამის დაწყების თარიღი: 25 ნოემბერი


პროგრამაზე სწავლა არის უფასო. 


პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: 
  • საბაზო განათლება
  • ასაკი მინიმუმ 18 წელი

რეგისტრაციისთვის შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა: http://bit.ly/4f7Xbak

განხორციელების ადგილი: ქ. ბათუმი

მსუბუქი ავტომობილების პროდუქტების გაყიდვების კონსულტანტი