პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:
- საბაზო განათლება
- ასაკი არანაკლებ 18 წელი
- სამედიცინო დოკუმენტი ფორმა №IV -100/ა
აპლიკანტთა შერჩევის ფორმა:
პროგრამის მიზანი:
მომზადების პროგრამის მიზანია შესძინოს მსმენელებს საჭირო ცოდნა, უნარები და კომპეტენციები, რომელიც საჭიროა პორტალური და ჯოჯგინა ამწეების უსაფრთხოდ და ეფექტურად მუშაობისთვის. აღნიშნული კი მიიღწევა თეორიული და პრაქტიკული სწავლების კომბინაციით, რაც მოიცავს ამწის უსაფრთხო ოპერირებას, მოვლა ექსპლუატაციის პროცესსა და ოპერატორის ძირითად ფუნქციებს. აღნიშნული პროგრამა, მსმენელებს მისცემს შესაძლებლობას გახდნენ კონკურენტუნარიანი კადრები და დააკმაყოფილონ, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო შრომის ბაზრის მოთხოვნები.
პროგრამის მოკლე აღწერა:
სწავლების 8 კვირის განმავლობაში მსმენელები მიიღებენ თეორიულ ცოდნას შპს „თეგეტა აკადემიის“ თეორიულ/სიმულაციურ სასწავლო გარემოში, ხოლო მომდევნო 4 კვირის განმავლობაში გაივლიან პრაქტიკულ ნაწილს შპს ,,ტრანსფორდის“ პრაქტიკულ გარემოში, რომელიც აღჭურვილი იქნება სწავლებისთვის საჭირო მატერიალ-ტექნიკური რესურსებით. სწავლებას განახორციელებენ მაღალკვალიფიცირებული სპეციალისტები, პროცესს ექნება ინტერაქციულ-პრაქტიკული სახე და შესაბამისი სიმულაციური ამოცანების მეშვეობით მსმენელები გაიმყარებენ თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკულ უნარებს.
გამოყენებული სწავლებისა და შეფასების მეთოდები უზრუნველყოფს კვალიფიცირებული კადრების მომზადებას და მათი დასაქმების შესაძლებლობების გაუმჯობესებას.
პროფესიული მომზადების პროგრამის „პორტალური და ჯოჯგინა ამწის ოპერატორი“ კურსდამთავრებული მიიღებს სახელმწიფოს მიერ აღიარებულ ორენოვან სერტიფიკატს და დანართს.
კურსდამთავრებულთა კარიერული შესაძლებლობები:
პროგრამის გავლის შედეგად მიღებული ცოდნა და უნარები, ხელს შეუწყობს კურსდამთავრებულებთა დასაქმების პერსპექტივებს საპორტო ინდუსტრიაში, სადაც სამუშაოების შესასრულებლად გამოიყენება პორტალური და ჯოჯგინა ამწეები. აღნიშნული პროგრამა მორგებულია მსმენელთა საჭიროებებზე და ორიენტირებულია სწავლების მაღალ ხარისხზე.
სწავლების მეთოდები:
- ინტერაქციული ლექცია
- დემონსტრირება
- როლური თამაში
- პრაქტიკული მეცადინეობა
- პრაქტიკული სავარჯიშო
შეფასების მეთოდები:
- გამოკითხვა
- პრაქტიკული დავალება
სწავლის შედეგები:
1. პროფესიული განათლებით დასაქმების შესაძლებლობებისა და ადგილობრივი თუ საერთაშორისო შრომის ბაზრის მოთხოვნების განსაზღვრა;
2. პორტალური და ჯოჯგინა ამწეების ოპერატორების ფუნქციების და პასუხისმგებლობების განსაზღვრა;
3. სამუშაო ადგილზე ჯანმრთელობის, შრომის უსაფრთხოებისა და სანიტარული რეგულაციების დაცვა;
4. პორტალური ამწის ძირითადი კომპონენტების და სპეციფიკაციების აღწერა;
5. ჯოჯგინა ამწის ძირითადი კომპონენტების და სპეციფიკაციების აღწერა;
6. პორტალური და ჯოჯგინა ამწეების უსაფრთხო ოპერირება;
7. სხვადასხვა სახის ტვირთის შესაბამისი ტვირთსატაცი აღჭურვილობების შერჩევა;
8. ამწის ტექნიკური შემოწმება.
პარტნიორი და მხარდამჭერი კომპანია:
პროფესიული მომზადების პროგრამა ხორციელდება USAID-ის პროგრამის „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ მხარდაჭერით და შპს „ტრანსფორდთან“ პარტნიორობით.
განხორციელების ადგილი: ქ. ფოთი