მონაწილეთა რაოდენობა

15

ტრენინგის ხანგრძლივობა

28 კვირა

პროგრამის მიზანი:
პროფესიული მომზადების პროგრამის მიზანია სატრანსპორტო სფეროსთვის, მოამზადოს საჭირო უნარებითა და ცოდნით აღჭურვილი კვალიფიციური კადრი, რომელიც კონკურენტუნარიანი იქნება სამუშაო სფეციფიკიდან გამომდინარე. კურსდამთავრებული მიიღებს შემდეგ ცოდნასა და უნარებს:
  • სატვირთო ავტომობილის ზოგადი აგებულებისა და კომპონენტების საფუძვლიანი ცოდნა
  • ელექტრო დეტალების დიაგნოსტირება და პრობლემების აღმოფხვრა
  • პნევმატური სარქველების დეტალური დიაგნოსტირება / შეკეთება
  • სატვირთო ავტომობილის შემოწმება/დიაგნოსტირება სადიაგნოსტიკო აპარატის გამოყენებით
  • ელექტრო და პნევმატური სისტემების შეკეთებას


პროგრამის მოკლე აღწერა:
სწავლების 28 კვირის განმავლობაში მსმენელები მიიღებენ თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკულ უნარებს შპს „თეგეტა აკადემიის“ თეორიული სწავლების გარემოში და შპს „თეგეტა აკადემიისა“ და შპს „თეგეტა მოტორსის“ პრაქტიკულ/სიმულაციურ გარემოში. სწავლების პროცესს ექნება ინტერაქციულ-პრაქტიკული სახე, სასწავლო კვირეული დატვირთვა გათვალისწინებულია 20 საათი. სასწავლო პროცესში საჭირო რესურსები სრულად იქნება უზრუნველყოფილი აკადემიისა და პარტნიორი კომპანიის მიერ. პროგრამაზე სწავლებას განახორციელებენ გამოცდილი სპეციალისტები, რომელთაც აქვთ თეორიული და პრაქტიკული გამოცდილება პროგრამის მიმართულებით.  

პროფესიული მომზადების პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევის შემდეგ კურსდამთავრებული მიიღებს სახელმწიფოს მიერ აღიარებულ პროფესიული განათლების დამადასტურებელ სერტიფიკატს, დანართით, რომელშიც ფიქსირდება პირის მიერ პროგრამის ფარგლებში მიღწეული ცოდნა და უნარები.


სწავლის შედეგები:
  • აღწერს სატვირთო ავტომობილის აგებულებას და აგრეგატების მუშაობის პრინციპებს
  • ელექტრო და მექანიკური სადიაგნოსტიკო მოწყობილობების გამოყენება
  • აღწერს ძრავისა და საწვავის სისტემების ელექტრონული კომპონენტების მუშაობის პრინციპებს
  • აღწერს გამოსაბოლქვი სისტემისა და ტურბინის ელექტრონული კომპონენტების მუშაობის პრინციპებს
  • განმარტავს ამძრავის, დამმუხტავი მოწყობილობებისა და კონდიცირების სისტემებს
  • განმარტავს პნევმატური დაკიდებისა და სამუხრუჭე სისტემების მუშაობის პრინციპებს
  • გადაცემათა კოლოფისა და რეტარდერის ელექტრონული სისტემის დიაგნოსტირება
  • ელექტრო უბნის მუშაობის პრინციპი და უსაფრთხოების წესების დაცვა 

 
სწავლების მეთოდები:  
  • ინტერაქციული ლექცია  
  • პრაქტიკული მეცადინეობა  
  • სამუშაო პრაქტიკა თეგეტა მოტორსის  სატვირთო ავტომობილების სერვისში


მომზადების პროგრამის დეტალები:
  • პროგრამის ხანგრძლივობა: 7 თვე (3 თვე - თეორია; 3 თვე - პრაქტიკა; 1 თვე - სამუშაო პრაქტიკა თეგეტა მოტორსის სერვისში)
  • პროგრამის დაწყების თარიღი: 25 ნოემბერი

პროგრამის ღირებულება: კურსი დაფინანსებულია და სწავლა არის უფასო.

 
 
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:
  • საბაზო განათლება
  • მინიმალური ასაკი: 18 წელი. 


რეგისტრაციისთვის შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა: http://bit.ly/4f7Xbak

განხორციელების ადგილი: ქ. ბათუმი