კურსის შესახებ
კურსის განმავლობაში მონაწილეები ისწავლიან მსუბუქი ავტომობილის აგებულებასა და ელექტრო დიაგნოსტიკის საფუძვლებს. კურსი ჩატარდება ჰიბრიდულ ფორმატში და დაფუძნებული იქნება სიმულაციურ სასწავლო პლატფორმა Electude-ზე. მონაწილეებს ექნებათ ელექტუდის ინდივიდუალური ანგარიშები და ყოველკვირეული სასწავლო გეგმა. კვირაში ერთხელ კი ჩატარდება ონლაინ შეხვედრა, სადაც მონაწილეები პროფესიონალ ტრენერებთან ერთად დეტალურად გაივლიან კვირის განმალობაში ნასწავლ საკითხებს. კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეს ექნება ცოდნა ელექტრო დიაგნოსტიკის ფუნდამენტებისა და ავტომობილის აგებულებისა და მუშაობის პრიცნიპების შესახებ.
კურსი შედგება 4 ძირითადი კომპონენტისგან:
I. მსუბუქი ავტომობილის აგებულება
პროგრამის ამ ნაწილში მონაწილეები ისწავლიან მსუბუქი ავტომობილის აგებულებასა და ძირითადი აგრეგატების მუშაობის პრინციპებს.
II. ელექტროობის საფუძვლები
პროგრამის ამ ნაწილში მონაწილეები ისწავლიან დენის წარმოქმნის პრინციპებს, სხვადასხვა ელექტრო კომპონენტების მუშაობის პრინციპებს, ასევე, ავტომობილის საბაზო ელექტრო კომპონენტების, როგორებიცაა სტარტერისა და გენერატორის მუშაობის პრინციპები და ეგებულება.
III. ძრავის ელექტრონიკა
მონაწილეები ისწავლიან ძრავის ელექტრო და ელექტრონულ სისტემებს. გაეცნობიან ძრავის შემადგენელი სხვადასხვა ელექტრო კომპონენტების აგებულებას, კონსტრუქციულ თავისებურებებსა და მუშაობის პრინციპებს.
IV. საკომუნიკაციო ხაზები
მონაწილეები ისწავლიან თუ რისთვის არის საჭირო ელექტრონულ დონეზე ავტომობილის სხვადასხვა სისტემებს შორის კომუნიკაცია. განხილული იქნება თითოეული სტრუქტურა, უპირატესობები და გამოყენების სპეციფიკა.
პროგრამის დეტალური აღწერა:
I. მსუბუქი ავტომობილის აგებულება
- მსუბუქი ავტომობილის კლასიფიკაცია ბრენდები, საკვანძო აგრეგატების რესურსი.
- ავტომობილის აქტიური და პასიური უსაფრთხოების სისტემები;
- დაკიდების და საჭის მექანიზმში გამოყენებული ელექტრონული სისტემები: პნევმატიკა, ელექტროსტაბილიზატორები;
- ელექტრორეგულირებადი ამორტიზატორები, საჭის ელექტროგამაძლიერებელი. საჭის ელექტროჰიდრავიკური გამაძლიერებები.
- სამუხრუჭე სისტემები : ჰიდრავლიკური, ელექტროჰიდრავლიკური.
- მართვის უსაფრთხოების ელექტრონული ტექნოლოგიები; (ESP, ABS, TRC, DAC)
- ავტომატური, მექანიკური, ვარიატორული, რობოტიზებული, ორგადაბმულობიანი გადაცემათა კოლოფები;
- სრულწამყვანიანი სისტემები : 4X4, 4WD, AWD, HALDEX.
- შიგაწვის ძრავის ტიპები : მუშაობის პრინციპი, კლასიფიკაცია, შეზეთვა, გაგრილება;
- საწვავის მიწოდების სისტემის ტიპები : პირდაპირი, არაპირდაპირი;
- ტურბოსა და კომპრესორის ტიპები, მუშაობის პრინციპები, კლასიფიკაცია;
- გამოსაბოლქვი სისტემა და კატალიტიკური ანალიზატორი ბენზინის და დიზელის ძრავისთვის; BLUETEC, DPF.
II. ელექტროობის საფუძვლები
- მატერიის და უმცირესი ნაწილაკების აგებულება და ქიმიური შემადგენლობა;
- ელექტრული დენის ცნება, პრინციპი;
- ნივთიერებების დამოკიდებულება და შეთავსებადობა ელექტრულ დენთან;
- მაგნეტიზმი და ელექტრომაგნიტური ველი;
- ინდუქციური კოჭა;
- ძაბვის, დენის ძალის და წინაღობის მცნება, ომის კანონი;
- ვატის კანონი;
- მიმდევრობითი, პარალელური და შერეული წრედები;
- მუდმივი და ცვლადი დენი;
- გენერატორის აგებულება და მუშაობის პრინციპი;
- სტარტერის აგებულება და მუშაობის პრინციპი;
- წრედული კომპონენტების და ნახევარ გამტარების აგებულება და მუშაობის პრინციპი.
III. ძრავის ელექტრო და ელექტრონული სისტემები
- ანთების სისტემები: კლასიფიკაცია, აგებულება და ოსცილაცია;
- საწვავის შეფრქვევის სისტემები: კლასიფიკაცია, აგებულება და ოსცილაცია;
- საწვავის მიწოდების სისტემები: კლასიფიკაცია, აგებულება და ოსცილაცია;
- ჰაერის მიწოდების და რეგულირების ელექტრული კომპონენტები;
- ამთვლელი სენსორების კლასიფიკაცია და ოსცილაცია;
- სენსორების და მართვის მოდულის სიგნალების მიწოდება და ანალიზი;
- ჟანგბადის სენსორების კლასიფიკაცია, სპეციფიკა და ოსცილაცია;
- აზოტის ზეჟანგის სენსორის კონსტრუქცია და დანიშნულება;
- გამონაბოლქვის ცირკულაციის სისტემა;
- აირგამანაწილებელი სისტემების რეგულირების კომპონენტები;
IV. საკომუნიკაციო ხაზები
- თანამედროვე ავტომობილების ელექტრონული მართვის მოდულების ტოპოლოგიას;
- მართვის მოდულებს შორის კომუნიკაციის საჭიროებებს და სპეციფიკას;
- საკომუნიკაციო მეთოდების სახეობებს;
- LIN პროტოკოლი და მისი მუშაობის პრინციპი;
- СAN პროტოკოლი და მისი მუშაობის პრინციპი;
- FLEXRAY პროტოკოლი და მისი მუშაობის პრინციპი;
- MOST პროტოკოლი და მისი მუშაობის პრინციპი;
მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ აირჩიონ კურსის 2 ფორმატიდან ერთ-ერთი.
ფორმატი #1: სალექციო კურსი - ავტომობილის აგებულება და ელექტრო დიაგნოსტიკის საფუძვლები
აღნიშნული ფორმატი ითვალისწინებს 4 თვიან სალექციო კურსს, სადაც მონაწილეებს ელექტუდის სასწავლო პლატფორმასთან ერთად შესაძლებლობა ექნებათ ზემოთ ჩამოთვლილი თემები პროფესიონალი ტრენერებისგან ისწავლონ.
ტრენინგის ხანგრძლივობა: 4 თვე
შეხვედრის დღეები: ორშაბათი, დღის მე-2 ნახევარი (კვირაში 1 შეხვედრა)
შეხვედრის ხანგრძლივობა: 4 საათი
სრული კურსის ღირებულება: 750₾
კურსის დაწყების თარიღი: ივნისის პირველი ნახევარი
ფორმატი #2: Electude-ის კურსი - ავტომობილის აგებულება და ელექტრო დიაგნოსტიკის საფუძვლები
აღნიშნული ფორმატი ითვალისწინებს Electude-ის კურსის შეძენას, რის ფარგლებშიც მონაწილეები ზემოთ ჩამოთვლილ თემებს ისწავლიან სიმულაციურ სასწავლო პლატფორმა ელექტუდის გამოყენებით. აღნიშნული კურსი იქნება ინდივიდუალური და არ მოიცავს სალექციო შეხვედრებს.
კურსზე წვდომის ხანგრძლივობა: 6 თვე
ტექნიკური მხარდაჭერა: საორიენტაციო შეხვედრა, მეილი, Facebook ჯგუფი
სრული კურსის ღირებულება: 350₾
იმისათვის, რომ უკეთ გაიგო, თუ რა არის ელექტუდის სასწავლო პლატფორმა,
უყურე ამ ვიდეოს
რეგისტრაციისთვის შეავსეთ ბმული: https://bit.ly/3n9lGyo
რეგისტრაციის შემდეგი ეტაპი არის გასაუბრება, რის საფუძველზეც შეირჩევიან კურსის მონაწილეები.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 0322 26 44 46; 595 525 774;