მას აქვს საავტომობილო სფეროში მუშაობის 8 წლიანი გამოცდილება. მუშაობდა გაყიდვების მრჩევლად საბურავების, საცხებ-საპოხი მასალების და სათადარიგო ნაწილების მიმართულებით. მუშაობდა თეგეტა მოტორსის სექტორის მენეჯერად, ანალიტიკოსად, კორპორატიული გაყიდვების მენეჯერად, სერვისის მიმართულების ხელმძღვანელად და ამჟამად არის სპეცტექნიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
· ზვიადს დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი. მაგისტრის ხარისხი დაცული აქვს ილიაუნის ბიზნეს სკოლის ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტზე. ის არის თეგეტა აკადემიის ერთ-ერთი პირველი კურსდამთავრებული. პრაქტიკულ ცოდნასთან ერთად ის ფლობს სპეცტექნიკის მწარმოებლების, JCB-ს და Hyundai-ს საერთაშორისო ტრეინინგების სერთიფიკატებს.