მონაწილეთა რაოდენობა

8-12

ტრენინგის ხანგრძლივობა

16 საათი

ბიზნეს ტრენინგები Front და Back ოფისის თანამშრომლების კვალიფიკაციის ასამაღლებლად


მიზანი
ტრენინგის მიზანია, თანამშრომლებს გააცნოს ვერბალური და არავერბალური ეფექტური კომუნიკაციის პრინციპები, საჯარო გამოსვლის, დისკუსიისა და პრეზენტაციის უნარები. 

შინაარსი
  • კომუნიკაციის  მოდელი
  • ეფექტური კომუნიკაციის ბარიერები
  • ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის პრინციპები 
  • აქტიური მოსმენა და შეკითხვების ტიპები
  • პოზიტიური ფორმულირება 
  • ნეგატიური ინფორმაციის გადაცემის დრო და ტექნიკები
  • უკუკავშირი
  • დამარწმუნებელი კომუნიკაცია
  • პრეზენტაცია და საჯარო გამოსვლა

მეთოდები
ტრენინგი ეფუძნება  კომუნიკაციის ფსიქილოგიის ძირითად  პრინციპებს. ასევე გათვალისწინებულია თანამედროვე  საერთაშორისო მიდგომები და მეთოდოლოგიები. გამოყენებული იქნება მინი-ლექცია, სიმულაცია, როლური თამაში, ბრეინშტორმინგი დისკუსია, მაინდმეფინგი, ჯგუფური სავარჯიშო, ინდივიდუალური დავალება, წყვილებში მუშაობა, ილუსტრირება, კითხვა-პასუხი

შედეგები 
ტრენინგის გავლის შემდეგ მონაწილეებს ეცოდინებათ როგორ წარმართონ კომუნიკაცია სწორად, დაბრკოლებების გარეშე. ჰქონდეთ პოზიტიური და ასერტიული კომუნიკაციის ცოდნა და გამოცდილება, დახელოვნდნენ უკუკავშირში და შეეძლოთ კომუნიკაცია საჯარო გამოსვლისას.