პროფესიული მომზადების პროგრამა „ერთციცხვიანი ექსკავატორის ოპერატორი“
პროგრამის სახელწოდება: ერთციცხვიანი ექსკავატორის ოპერატორი
პროგრამის ხანგრძლივობა: 12 კვირა
მსმენელთა საერთორაოდენობა პროგრამაზე: 20
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:
- განათლება: საბაზო
- ასაკი: მინიმუმ 17 წელი
პროგრამის აღწერა
პროფესიული მომზადების პროგრამაზე „ერთციცხვიანი ექსკავატორის ოპერატორი“ სწავლა შეუძლია ყველა დაინტერესებულ პირს, რომელსაც უდასტურდება საბაზო განათლება და ასაკი არანაკლებ 17 წელი. აღნიშნული პროგრამა მორგებულია მსმენელთა საჭიროებებზე, ორიენტირებულია სწავლების მაღალ ხარისხზე და დაფუძნებულია საუკეთესო გამოცდილებაზე. სწავლების 8 კვირის განმავლობაში მსმენელები მიიღებენ თეორიულ ცოდნას შპს „თეგეტა აკადემიის“ თეორიულ სასწავლო გარემოში, ხოლო მომდევნო 4 კვირის განმავლობაში გაივლიან პრაქტიკულ ნაწილს შპს „თეგეტა აკადემიის“ პრაქტიკულ გარემოში, რომელიც აღჭურვილი იქნება სწავლებისთვის საჭირო მატერიალ-ტექნიკური რესურსებით. სწავლებას განახორციელებენ მაღალკვალიფიცრებული სპეციალისტები, პროცესს ექნება ინტერაქციულ-პრაქტიკული სახე და შესაბამისი სიმულაციური ამოცანების მეშვეობით მსმენელები გაიმყარებენ თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკულ უნარებს. გამოყენებული სწავლებისა და შეფასების მეთოდები უზრუნველყოფს კვალიფიცირებული კადრების მომზადებას და მათი დასაქმების შესაძლებლობების გაუმჯობესებას.
პროფესიული მომზადების პროგრამის „ერთციცხვიანი ექსკავატორის ოპერატორი“ კურსდამთავრებული მიიღებს სახელმწიფოს მიერ აღიარებულ ორენოვან სერტიფიკატს და დანართს.
პროგრამის მიზანი:
პროგრამის მიზანია შესძინოს მსმენელებს საჭირო ცოდნა, უნარები და კომპეტენციები, რომელიც საჭიროა ექსკავატორის უსაფრთხოდ და ეფექტურად მუშაობისთვის. აღნიშნული კი მიიღწევა თეორიული და პრაქტიკული სწავლების კომბინაციით, რაც მოიცავს ექსკავატორის უსაფრთხო ოპერირებას, მოვლა ექსპლუატაციის პროცესსა და ოპერატორის ძირითად ფუნქციებს. აღნიშნული პროგრამა, მსმენელებს მისცემს შესაძლებლობას გახდნენ კონკურენტუნარიანი კადრები და დააკმაყოფილონ, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო შრომის ბაზრის მოთხოვნები.
სწავლის შედეგები:
- პროფესიული განათლებით დასაქმების შესაძლებლობებისა და ადგილობრივი თუ საერთაშორისო შრომის ბაზრის მოთხოვნების განსაზღვრა;
- ექსკავატორის ოპერატორის ფუნქციების და პასუხისმგებლობების განსაზღვრა;
- სამუშაო ადგილზე ჯანმრთელობის დაცვის, შრომის უსაფრთხოებისა და სანიტარული რეგულაციების დაცვა;
- ექსკავატორის ძირითადი კომპონენტების და სპეციფიკაციების აღწერა;
- ექსკავატორის უსაფრთხო ოპერირება;
- ექსავატორის მეშვეობით გრუნტის გადაადგილების სხვადასხვა ტიპის ოპერაციის განხორციელების ცოდნა;
- ეფექტური კომუნიკაციის მეთოდების განსაზღვრა ექსკავატორის სამუშაო ოპერაციებში;
- ექსკავატორის ტექნიკური შემოწმება.
სწავლების მეთოდები:
- ინტერაქციული ლექცია
- დემონსტრირება
- პრაქტიკული მეცადინეობა
აპლიკანტთა შერჩევის ფორმა:
განხორციელების ადგილი: ქ. თბილისი
კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 0322 26 44 46