მონაწილეთა რაოდენობა

20

ტრენინგის ხანგრძლივობა

12 კვირა

ტრენინგის ფასი

1650 ₾

პროფესიული მომზადების პროგრამა „ერთციცხვიანი ექსკავატორის ოპერატორი“


პროგრამის სახელწოდება: ერთციცხვიანი ექსკავატორის ოპერატორი

პროგრამის ხანგრძლივობა: 12 კვირა

მსმენელთა საერთორაოდენობა პროგრამაზე: 20

პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:

  • განათლება: საბაზო
  • ასაკი: მინიმუმ 17 წელი

რეგისტრაციის თარიღები: 1-30 სექტემბერი, 2025
სარეგისტრაციო ფორმა: https://forms.gle/7QM6oJ3u98gYqgAJ7
 

პროგრამის აღწერა 

პროფესიული მომზადების პროგრამაზე „ერთციცხვიანი ექსკავატორის ოპერატორი“ სწავლა შეუძლია ყველა დაინტერესებულ პირს, რომელსაც უდასტურდება საბაზო განათლება და ასაკი არანაკლებ 17 წელი. აღნიშნული პროგრამა მორგებულია მსმენელთა საჭიროებებზე, ორიენტირებულია სწავლების მაღალ ხარისხზე და დაფუძნებულია საუკეთესო გამოცდილებაზე. სწავლების 8 კვირის განმავლობაში მსმენელები მიიღებენ თეორიულ ცოდნას შპს „თეგეტა აკადემიის“ თეორიულ სასწავლო გარემოში, ხოლო მომდევნო 4 კვირის განმავლობაში გაივლიან პრაქტიკულ ნაწილს შპს „თეგეტა აკადემიის“ პრაქტიკულ გარემოში, რომელიც აღჭურვილი იქნება სწავლებისთვის საჭირო მატერიალ-ტექნიკური რესურსებით. სასწავლო პროცესს წარმართავენ მაღალკვალიფიციური სპეციალისტები. სწავლება მიმდინარეობს ინტერაქციული და პრაქტიკული მიდგომებით, რაც უზრუნველყოფს თეორიული ცოდნის განმტკიცებას რეალურ და სიმულაციურ ამოცანებზე მუშაობის გზით. გამოყენებული სწავლებისა და შეფასების მეთოდოლოგია უზრუნველყოფს კვალიფიციური სპეციალისტების მომზადებას და მათ დასაქმების შესაძლებლობებს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო შრომის ბაზარზე.

პროფესიული მომზადების პროგრამის „ერთციცხვიანი ექსკავატორის ოპერატორი“ კურსდამთავრებული მიიღებს სახელმწიფოს მიერ აღიარებულ ორენოვან სერტიფიკატს და დანართს.


პროგრამის მიზანი: 

პროგრამის მიზანია შესძინოს მსმენელებს საჭირო ცოდნა, უნარები და კომპეტენციები, რომელიც საჭიროა ექსკავატორის უსაფრთხოდ და ეფექტურად მუშაობისთვის. აღნიშნული კი მიიღწევა თეორიული და პრაქტიკული სწავლების კომბინაციით, რაც მოიცავს ექსკავატორის უსაფრთხო ოპერირებას, მოვლა ექსპლუატაციის პროცესსა და ოპერატორის ძირითად ფუნქციებს. აღნიშნული პროგრამა, მსმენელებს მისცემს შესაძლებლობას გახდნენ კონკურენტუნარიანი კადრები და დააკმაყოფილონ, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო შრომის ბაზრის მოთხოვნები.
 

სწავლის შედეგები:

  • იცის ელექტროობის და ჰიდრავლიკის  საფუძვლები
  • იცის  ექსკავატორის   ძირითადი კვანძების აგებულება/ შემოწმება
  • იცის ექსკავატორის  დამატებითი აგრეგატების აგებულება/ შემოწმება
  • იცის ექსკავატორის მოვლა ექსპლუატაციის წესები
  • იცის ექსკავატორის  სარეგლამენტო სერვისის ინტერვალები
  • იცის ექსკავატორის დასაშვები დატვირთვები
  • იცის ექსკავატორის ჰიდრავლიკური მართვის ორგანოების მუშაობის პრინციპი
  • იცის ექსკაავტორის  ელექტრონული მართვის ორგანოების მუშაობის პრინციპი
  • იცის პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის წესი: მოტეხილობის დროს.  სისხლდენის დროს, დამწვრობის დროს, დაბეჟილობის დროს.
  • იცის ზოგადი სანიტარული ჰიგიენური ნორმები
  • იცის უბედური შემთხვევების შეტყობინებისა და ავარიული სიტუაციების პროცედურები
  • იცის გარემოს დაცვის ნორმები
  • იცის სამუშაოს უსაფრთხოდ წარმოების ნორმები
  • იცის სამშენებლო მოედანზე არსებული პოტენციური საფრთხეები
  • იცის ეფექტური კომუნიკაციის წესი
  • იცის დამკვეთის მოთხოვნის ჩანიშვნის წესი
  • იცის საკუთრი მოვალეობები
  • იცის საკუთარი უფლებები
  • იცის პროფესიული განვითარების საშუალებები
  • იცის კაბინაში ასვლა -ჩამოსვლის ე.წ. „სამი საყრდენის წესი“
  • იცის მანქანის მუშა მდგომარეობაში მოყვანის ინსტრუქცია
  • იცის კაბინის მაჩვენებლებზე ასახული ნიშნები
  • იცის ციცხვის სწორად მოხმარების წესები
  • იცის ციცხვის ტიპები დანიშნულების მიხედვით
  • იცის გრუნტის სამუშაოების შესრულების წესი
  • იცის ექსკავატორით ნგრევითი სამუშაოების შესასრულებლად შესაბამისი მოწყობილობების შერჩევის წესი
  • იცის შესასრულებელ სამუშაოთა თანმიმდევრობა
  • იცის თვითმცლელის დატვირთვის წესი


სწავლების მეთოდები:

  • ინტერაქციული ლექცია 
  • დემონსტრირება 
  • პრაქტიკული მეცადინეობა
 

აპლიკანტთა შერჩევის ფორმა: 

  • გასაუბრება
 
სწავლის დაწყების თარიღი:
20 ოქტომბერი, 2025
განხორციელების ადგილი: ქ. თბილისი

სარეგისტრაციო ფორმა: https://forms.gle/7QM6oJ3u98gYqgAJ7
 
კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 0322 26 44 46