მონაწილეთა რაოდენობა

8-12

ტრენინგის ხანგრძლივობა

16 საათი

ბიზნეს ტრენინგები Back  ოფისის თანამშრომლების კვალიფიკაციის ასამაღლებლად
შინაარსი
გუნდში ყველაფერი კარგად არის, როცა სამსახურში ხარ, მაგრამ შვებულებაში გასვლა წარმოუდგენლად მიგაჩნია? ხვდები სირთულეებს მართვაში? მენეჯერობა კომპანიაში ყველაზე მნიშვნელოვანი პოზიციაა, რომელიც უნდა აძლიერებს გუნდს. მენეჯერის როლი მნიშვნელოვნად განსაზღვრავს გუნდის მოტივაციას. მოტივირებული გუნდი კი ქმნის წარმატებულ კომპანიას.

ტრენინგის მიზანი
მონაწილეებს გააცნოს მენეჯერის როლის მნიშვნელოვნება კომპანიაში, შეასწავლოს გუნდის მართვის ტექნიკები, წამახალისებელი და მამოტივირებელი ინსტრუმენტები 

ტრენინგის თემატიკა
  • მენეჯერის როლი და ფუნქციები სამსახურში 
  • კომუნიკაცია მენეჯმენტში და უკუკავშირი 
  • სირთულეები მართვაში და დელეგირება 
  • მართვის სტილი და მამოტივირებელი ტექნიკები  

შედეგები
ტრენინგის გავლის შემდეგ, მონაწილეებს ექნებათ ცოდნა გუნდის მართვის ტექნიკების შესახებ. შეეძლებათ უკეთ გადაანაწილონ უფლება-მოვალეობები თანამშრომლებს შორის და აქცენტი გააკეთონ მამოტივირებელ საუბრებზე

სამიზნე აუდიტორია
ტრენინგი შექმნილია დამწყები მენეჯერებისთვის და მათთვის ვინც აპირებს მენეჯერულ პოზიციაზე საკუთარი შესაძლებლობების მოსინჯვას.

მეთოდოლოგია
ტრენინგი შექმნილია მართვის თანამედროვე სტილის მიხედვით და დაფუძნებულია Case Study მეთოდზე. მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ დავალებებს.

ტრენერის შესახებ

ეთუნა ჩუბინიძე - ტრენინგებისა და კარიერული განვითარების სამსახურის კოორდინატორი.

აქვს ტრენერობის 6+ წლიანი გამოცდილება და ჩატარებული აქვს ტრენინგები ისეთ თემებზე, როგორებიცაა:  კომუნიკაცია, კონფლიქტის მართვა, ემპათია, ლიდერობა, ადაპტაცია, გუნდური მუშაობა, დროის მართვა, სტრესის დაძლევა, ეფექტური მომსახურება, გენდერული თანასწორობა, ზრდასრულთა სწავლების ტექნიკები და მენეჯმენტის საფუძვლები. 

განათლება მიღებული აქვს საქართველოში - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, დიდ ბრიტანეთში - შეფილდ ჰალამ უნივერსიტეტსა და ესტონეთში - ტალინის უნივერსიტეტში.  მაგისტრის ხარისხი დაცული აქვს სოციალურ მუშაობაში (MSW),  არის ფსიქოლოგი (BA) და სერტიფიცირებული ტრენერი. დამატებითი ცოდნა მიღებული აქვს ჟურნალისტიკის, სოციალური ზრუნვის, სოციალური პოლიტიკის, ადამიანური რესურსების მართვისა და გენდერული საკითხების მიმართულებით.