მონაწილეთა რაოდენობა

20

ტრენინგის ხანგრძლივობა

22 კვირა

ტრენინგის ფასი

2750 ₾

 პროგრამის სახელწოდება: მსუბუქი ავტომობილის კომპიუტერული დიაგნოსტიკა

პროგრამის ხანგრძლივობა: 22 კვირა

მსმენელთა საერთორაოდენობა პროგრამაზე: 20

პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:

  • ასაკი: მინიმუმ 17 წელი 
  • განათლება: საბაზო

პროგრამის აღწერა: 

პროფესიული მომზადების პროგრამაზე „მსუბუქი ავტომობილის კომპიუტერული დიაგნოსტიკა“ სწავლა შეუძლია ყველა დაინტერესებულ პირს, რომელსაც უდასტურდება საბაზო განათლება, არის არანაკლებ 17 წლის და სურს დაიწყოს კარიერა საავტომობილო სფეროში, მიიღოს თეორიული და პრაქტიკული ცოდნა. აღნიშნული პროგრამა მორგებულია მსმენელთა საჭიროებებზე, ორიენტირებულია სწავლების მაღალ ხარისხზე და დაფუძნებულია საუკეთესო ადგილობრივ გამოცდილებაზე. სწავლების 12 კვირის (240 საათი) განმავლობაში მსმენელები მიიღებენ თეორიულ ცოდნას, ხოლო მომდევნო 10 კვირის (200 საათი) განმავლობაში გაივლიან პრაქტიკულ ნაწილს შპს „თეგეტა აკადემიაში“. სწავლებას განახორციელებენ მაღალკვალიფიცური სპეციალისტები. პროცესს ექნება ინტერაქციულ-პრაქტიკული სახე. შესაბამისი სიმულაციური ამოცანების მეშვეობით მსმენელები გაიმყარებენ თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკულ უნარებს. სწავლებისა და შეფასების გამოყენებული მეთოდები უზრუნველყოფს კვალიფიციური კადრების მომზადებას და მათი დასაქმების შესაძლებლობების გაუმჯობესებას. პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებული მიიღებს სახელმწიფოს მიერ აღიარებულ ორენოვან პროფესიული განათლების დამადასტურებელ სერტიფიკატს დანართით, რომელშიც ფიქსირდება პირის მიერ პროგრამის ფარგლებში მიღებული ცოდნა და უნარები. კურსდამთავრებულებს ექნებათ შესაძლებლობა დასაქმდნენ საავტომობილო სფეროში მსუბუქი ავტომობილის კომპიუტერული დიაგნოსტიკოსის მიმართულებით. 
 
პროგრამის მიზანი

 პროგრამის მიზანია მოკლე დროში მოამზადოს ისეთი სპეციალისტები, რომლებიც შეძლებენ მსუბუქი ავტომობილების კომპიუტერულ დიაგნოსტიკას შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად. პროგრამა ავითარებს თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკულ უნარებს თანამედროვე დიაგნოსტიკური მოწყობილობების შესახებ, რაც უზრუნველყოფს მსუბუქი ავტომობილის სისტემების მუშაობის შეფასებას, ტექნიკური გაუმართაობის ზუსტ იდენტიფიცირებას და შეკეთებას. 

სწავლის შედეგები:

1. მსუბუქი ავტომობილის დაკიდების სისტემის საჭით მართვისა და სამუხრუჭე სისტემის კლასიფიცირება; 
2. მსუბუქი ავტომობილის ტრანსმისიის კლასიფიცირება; 
3. მსუბუქი ავტომობილის შიგაწვის ძრავასა და ელექტრო ძრავას კლასიფიცირება; 
4. ზოგადი ელექტროტექნიკური გაზომვების განხორციელება; 
5. საავტომობილო სერვისში არსებული ბიზნეს პროცესების იდენტიფიცირება; 
6. დიაგნოსტიკის აპარატების, ელ. ნახაზების და სქემა-მანუალების გარჩევა; 
7. შიგაწვის ძრავას ელ. დიაგნოსტიკის განხორციელება; 
8. დაკიდების საჭით მართვის, სამუხრუჭე სისტემის და ტრანსმისიის ელ.დიაგნოსტიკის განხორციელება; 
9. უსაფრთხოების სისტემების ელ.დიაგნოსტიკის განხორციელება; 
10. გაშვება-დამუხტვის ელ. დიაგნოსტიკის განხორციელება; 
11. გათბობა-კონდიცირების სისტემის ელ.დიაგნოსტიკის განხორციელება 
 
სწავლების მეთოდი:

  • ინტერაქციული ლექცია
  • დემონსტრირება
  • პრაქტიკული მეცადინეობა 
 
აპლიკანტთა შერჩევის ფორმა:

1. გამოცდა  
2. გასაუბრება 

რეგისტრაციის პერიოდი:
რეგისტრაცია უნდა გაიაროთ პროფესიული განათლების პორტალზე:
Vet.ge

სწავლის დაწყების თარიღი:
 
განხორციელების ადგილი: ქ. თბილისი

კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 0322 26 44 46