პროგრამის დასახელება: მსუბუქი ელექტრო და ჰიბრიდული ავტომობილის ელ. დიაგნოსტიკოსი
პროგრამა შედგება 3 ძირითადი კომპონენტისგან:
I. მსუბუქი ავტომობილის აგებულება
მსმენელები შეისწავლიან მსუბუქი ავტომობილის აგებულებასა და ძირითადი აგრეგატების მუშაობის პრინციპებს.
II. ელექტროობის საფუძვლები
მსმენელები შეისწავლიან ფიზიკის იმ ნაწილს, რომელიც მომდევნო პრაქტიკული მეცადინეობებისთვის იქნება საჭირო. დენის ძალა, ძაბვა, წინააღმდეგობის ძალა და სხვა ელექტრული საზომი ერთეულების არსი და კლასიფიკაცია. ავტომობილის სხვადასხვა ელექტრული კომპონენტების მუშაობის პრინციპებს.
III. მსუბუქი ავტომობილის კომპიუტერული დაიგნოსტიკა
მსმენელები შეისწავლიან ავტომობილის სქემა-მანუალების მოძიებას და იდენტიფიცირებას. დიაგნოსტიკური მოწყობილობების გამოყენებას და ელექტრონული სისტემის დიაგნოსტიკის საფუძვლებს რაც დაეხმარებათ დიაგნოსტიკის სფეროში პრაქტიკული უნარების ჩამოყალიბებაში.
პროგრამის დეტალური აღწერა:
I. მსუბუქი ავტომობილის აგებულება
- დაკიდების სისტემის ტიპები და კომპონენტები
- დიფერენციალის მუშაობის პრინციპი
- დამოუკიდებელი და დაკიდებული სავალი ნაწილები
- საჭის მართვის სისტემის ტიპები
- სამუხრუჭე სისტემების დანიშნულება და ტიპები
- ABS, ESP მუშაობის პრინციპები ელექტრო და ჰიბრიდულ ავტომობილში
- გადაცემათა კოლოფი: აგებულება და მუშაობის პრინციპი ელექტრო და ჰიბრიდულ ავტომობილში
- გადაცემათა კოლოფში გამოყენებული სტარტერ-გენერატორის დანიშნულება ელექტრო და ჰიბრიდულ ავტომობილებში
- შიგა წვის ძრავის ძირითადი ელემენტები და მუშაობის პრინციპები
- ელექტრო და ჰიბრიდულ ავტომობილებში გამოყენებული ელექტრო ძრავის მუშაობის პრინციპი
II. ელექტროობის საფუძვლები
- ატერიის და უმცირესი ნაწილაკების აგებულება და ქიმიური შემადგენლობა
- ელექტრული დენის ცნება, პრინციპი
- ნივთიერებების დამოკიდებულება და შეთავსებადობა ელექტრულ დენთან
- მაგნეტიზმი და ელექტრომაგნიტური ველ
- ინდუქციური კოჭა
- ძაბვის, დენის ძალის და წინაღობის მცნება, ომის კანონი
- ვატის კანონი
- მიმდევრობითი, პარალელური და შერეული წრედები
- მუდმივი და ცვლადი დენი
- გენერატორის აგებულება და მუშაობის პრინციპი
- სტარტერის აგებულება და მუშაობის პრინციპი
- წრედული კომპონენტების და ნახევარ გამტარების აგებულება და მუშაობის პრინციპი
III. მსუბუქი ავტომობილის კომპიუტერული დაიგნოსტიკა
- ელექტრო და ჰიბრიდული ავტომობილისათვის საჭირო დიაგნოსტიკის აპარატების, ელ. ნახაზების და სქემა-მანუალების გარჩევა
- შიდაწვის ძრავის ელ. დიაგნოსტიკა
- ელექტრო და ჰიბრიდული ავტომობილების ელექტრო ძრავების სრული ელ. დიაგნოსტიკა
- ელექტრო და ჰიბრიდულ ავტომობილის საჭით მართვის, სამუხრუჭე სისტემის და ტრანსმისიის ელ. დიაგნოსტიკა
- ელექტრო და ჰიბრიდულ ავტომობილის პნევმატური და ჰიდრავლიკური დაკიდების სისტემის ელ. დიაგნოსტიკა
- ელექტრო და ჰიბრიდულ ავტომობილის უსაფრთხოებისა და გატაცების სისტემების კომპონენტების ელ. დიაგნოსტიკა
- ელექტრო და ჰიბრიდულ ავტომობილის გაშვება-დამუხტვის სისტემების ელ. დიაგნოსტიკა
სასწავლო რესურსები:
- ონლაინ სასწავლო პლატფორმა „ELECTUDE“
- ონლაინ ტექნიკური ინსტრუქციების პლატფორმა "HORIZON"
- მანუალები
პარტნიორი და მხარდამჭერი კომპანია:
პროფესიული მომზადების პროგრამა ხორციელდება თეგეტა მოტორსთან პარტნიორობით.
პროგრამის ხანგრძლივობა:
სასწავლო პროცესი ხორციელდება 7 თვის განმავლობაში
- 3 თვე - თეორია (სწავლება ყოველ-დღე, 14:00-18:00 სთ, შაბათ-კვირის გარდა)
- 3 თვე - პრაქტიკა;
- 1 თვე - სამუშაო პრაქტიკა თეგეტა მოტორსის სერვისში
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:
- საბაზო განათლება
- ასაკი მინიმუმ 17 წელი.
აპლიკანტთა შერჩევის ფორმა:
სწავლის დაწყების თარიღი: 15 დეკემბერი, 2025
განხორციელების ადგილი: ქ. ბათუმი
სწავლის საფასური: სწავლის საფასური შეადგენს 2 500 ლარს, 4 900 ლარის ნაცვლად
კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 0322 26 44 46