პროგრამის დასახელება: მსუბუქი ელექტრო და ჰიბრიდული ავტომობილის ელ. დიაგნოსტიკოსი
პროგრამის ხანგრძლივობა: 28 კვირა
მსმენელთა საერთო რაოდენობა პროგრამაზე: 20
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:
- განათლება: საბაზო
- ასაკი: მინიმუმ 17 წელი
პროგრამის მიზანი:
პროგრამის მიზანია იმ ცოდნისა და უნარების მქონე სპეციალისტების მომზადება, რომლებიც კვალიფიციურად შეძლებენ საქართველოს ბაზარზე არსებული ავტომობილების, ავტოსატრანსპორტო საშუალებების ამძრავისა და სხვა ელექტრონული კომპონენტების კომპიუტერულ დიაგნოსტირებას შესაბამისი აპარატებითა და სქემა-მანუალების დახმარებით.
პროგრამის მოკლე აღწერა:
პროფესიული მომზადების პროგრამაზე „ელექტრო და ჰიბრიდული ავტომობილის დიაგნოსტიკა“ სწავლა შეუძლია ყველა დაინტერესებულ პირს, რომელსაც უდასტურდება საბაზო განათლება და არის არანაკლებ 17 წლის. ასევე, სურს დაიწყოს კარიერა საავტომობილო სფეროში, მიიღოს თეორიული და პრაქტიკული ცოდნა.
აღნიშნული პროგრამა მორგებულია მსმენელთა საჭიროებებზე, ორიენტირებულია სწავლების მაღალ ხარისხზე და დაფუძნებულია საუკეთესო ადგილობრივ გამოცდილებაზე. სწავლების 12 კვირის (240 საათი) განმავლობაში მონაწილეები მიიღებენ თეორიულ ცოდნას შპს „თეგეტა აკადემიის“ თეორიული სწავლების გარემოში, ხოლო მომდევნო 16 კვირის (320 საათი) განმავლობაში გაივლიან პრაქტიკულ ნაწილს როგორც შპს „თეგეტა აკადემიის“ სიმულაციურ, ისე შპს „თეგეტა მოტორსის“ პრაქტიკულ გარემოში.
სწავლებას განახორციელებენ მაღალკვალიფიცრებული სპეციალისტები, პროცესს ექნება ინტერაქციულ-პრაქტიკული სახე, შესაბამისი სიმულაციური ამოცანების მეშვეობით მსმენელები გაიმყარებენ თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკულ უნარებს. გამოყენებული სწავლებისა და შეფასების მეთოდები უზრუნველყოფს კომპეტენტური პროფესიონალების მომზადებას და მათი დასაქმების შესაძლებლობების გაუმჯობესებას.
პროგრამის კურსდამთავრებული მიიღებს სახელმწიფოს მიერ აღიარებულ ორენოვან სერტიფიკატს და დანართს.
სწავლის შედეგები:
- მსუბუქი ელექტრო და ჰიბრიდული ავტომობილის დაკიდების სისტემის საჭით მართვისა და სამუხრუჭე სისტემის კლასიფიცირება;
- მსუბუქი ელექტრო და ჰიბრიდული ავტომობილის ტრანსმისიის კლასიფიცირება;
- მსუბუქი ელექტრო და ჰიბრიდული ავტომობილის შიდაწვისა და ელ. ძრავის კლასიფიცირება; განახორციელოს ზოგადი ელექტროტექნიკური გაზომვები;
- მსუბუქი ელექტრო და ჰიბრიდული ავტომობილის ჰიბრიდული და ელექტრული ამძრავი სისტემების
- კლასიფიცირება;
- მსუბუქი ელექტრო და ჰიბრიდული ავტომობილის დიაგნოსტიკის აპარატების, ელ. ნახაზების და სქემა მანუალების გარჩევა;
- მსუბუქი ელექტრო და ჰიბრიდული ავტომობილის შიდაწვის ძრავას ელ. დიაგნოსტიკა;
- მსუბუქი ელექტრო და ჰიბრიდული ავტომობილის ელექტრო ძრავის და მაღალ ძაბვაზე მომუშავე კომპონენტების ელ. დიაგნოსტიკა;
- მსუბუქი ელექტრო და ჰიბრიდული ავტომობილის დაკიდების საჭით მართვის, სამუხრუჭე სისტემის და ტრანსმისიის ელ. დიაგნოსტიკა
- მსუბუქი ელექტრო და ჰიბრიდული ავტომობილის უსაფრთხოების სისტემების ელ. დიაგნოსტიკა
- მსუბუქი ელექტრო და ჰიბრიდული ავტომობილის გაშვება დამუხტვის ელ. დიაგნოსტიკა;
- მსუბუქი ელექტრო და ჰიბრიდული ავტომობილის გათბობა-კონდიცირების სისტემის ელ.დიაგნოსტიკა;
- მსუბუქი ელექტრო და ჰიბრიდული ავტომობილის ელ. მართვის მოდულების პროგრამირება.
სწავლების მეთოდები:
- ინტერაქციული ლექცია;
- პრაქტიკული მეცადინეობა;
- სამუშაო პრაქტიკა თეგეტა მოტორსში.
აპლიკანტთა შერჩევის ფორმა:
პარტნიორი და მხარდამჭერი კომპანია:
პროფესიული გადამზადების პროგრამა ხორციელდება USAID-ის პროგრამის „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ მხარდაჭერით და შპს „თეგეტა მოტორსთან“ პარტნიორობით.
განხორციელების ადგილი: ქ. ბათუმი
კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 0322 26 44 46