მონაწილეთა რაოდენობა

15

ტრენინგის ხანგრძლივობა

28 კვირა

პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:  
  • საბაზო განათლება 
  • ასაკი არანაკლებ 18 წელი 
 
 
აპლიკანტთა შერჩევის ფორმა:  
  • გასაუბრება 
 
 
პროგრამის მიზანი:  
პროფესიული მომზადების პროგრამის მიზანია სატრანსპორტო სფეროსთვის, მოამზადოს საჭირო უნარებითა და ცოდნით აღჭურვილი კვალიფიციური კადრი, რომელიც კონკურენტუნარიანი იქნება სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე. კურსდამთავრებული მიიღებს შემდეგ ცოდნასა და უნარებს: 
- სატვირთო ავტომობილის ზოგადი აგებულებისა და კომპონენტების საფუძვლიანი ცოდნა; 
- ელექტრო დეტალების დიაგნოსტირება და პრობლემების აღმოფხვრა - პნევმატური სარქველების დეტალური დიაგნოსტირება/შეკეთება; 
- სატვირთო ავტომობილის შემოწმება და დიაგნოსტირება სადიაგნოსტიკო აპარატის გამოყენებით;  
- ელექტრო და პნევმატური სისტემების შეკეთებას. 
 
 
პროგრამის მოკლე აღწერა:  
სწავლების 28 კვირის განმავლობაში მონაწილეები მიიღებენ თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკულ უნარებს შპს „თეგეტა აკადემიის“ თეორიული სწავლების გარემოში და შპს „თეგეტა აკადემიისა“ და შპს „თეგეტა მოტორსის“ პრაქტიკულ/სიმულაციურ გარემოში. სწავლების პროცესს ექნება ინტერაქციულ-პრაქტიკული სახე, სასწავლო კვირეული დატვირთვა გათვალისწინებულია 20 საათი. სასწავლო პროცესში საჭირო რესურსები სრულად იქნება უზრუნველყოფილი აკადემიისა და პარტნიორი კომპანიის მიერ. პროგრამაზე სწავლებას განახორციელებენ გამოცდილი სპეციალისტები, რომელთაც აქვთ თეორიული და პრაქტიკული გამოცდილება პროგრამის მიმართულებით.  
პროფესიული მომზადების პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევის შემდეგ კურსდამთავრებული მიიღებს სახელმწიფოს მიერ აღიარებულ პროფესიული განათლების დამადასტურებელ სერტიფიკატს, დანართით, რომელშიც ფიქსირდება პირის მიერ პროგრამის ფარგლებში მიღწეული ცოდნა და უნარები. 
 
 
კურსდამთავრებულთა კარიერული შესაძლებლობები:  
პროგრამის გავლის შედეგად მიღებული ცოდნა და უნარები, ხელს შეუწყობს კურსდამთავრებულებთა დასაქმების პერსპექტივებს. აღნიშნული პროგრამა მორგებულია მსმენელთა საჭიროებებზე და ორიენტირებულია სწავლების მაღალ ხარისხზე. 
 
 
სწავლების მეთოდები:  
  • ინტერაქციული ლექცია 
  • დისკუსია 
  • პრაქტიკული მეცადინეობა 
  • პრაქტიკული სავარჯიშო 
  • დემონსტრირება 
 
 
შეფასების მეთოდები:  
  • გამოკითხვა 
  • პრაქტიკული დავალება  
  • პრაქტიკული დავალება დაკვირვებით 
 
 
სწავლის შედეგები: 
1. აღწერს სატვირთო ავტომობილის აგებულებას და აგრეგატების მუშაობის პრინციპებს  
2. ელექტრო და მექანიკური სადიაგნოსტიკო მოწყობილობების გამოყენება  
3. აღწერს ძრავისა და საწვავის სისტემების ელექტრონული კომპონენტების მუშაობის პრინციპებს  
4. აღწერს გამოსაბოლქვი სისტემისა და ტურბინის ელექტრონული კომპონენტების მუშაობის პრინციპებს  
5. განმარტავს ამძრავის, დამმუხტავი მოწყობილობებისა და კონდიცირების სისტემებს  
6. განმარტავს პნევმატური დაკიდებისა და სამუხრუჭე სისტემების მუშაობის პრინციპებს  
7. გადაცემათა კოლოფისა და რეტარდერის ელექტრონული სისტემის დიაგნოსტირება  
8. ელექტრო უბნის მუშაობის პრინციპი და უსაფრთხოების წესების დაცვა 
 
 
სასწავლო რესურსები: 
  • ონლაინ სასწავლო პლატფორმა „ELECTUDE“ 
  • პნევმატური სამუხრუჭე სისტემები 
  • სატვირთო ავტომობილის მართვის ბლოკები და დიაგნოსტიკის აპარატები 
  • გამოსაბოლქვი სისტემა 
  • სავალი ნაწილის სახელმძღვანელო 
  • სატვირთო ავტომობილის დეტალების ლექსიკონი 
  • WABCO Ecas დაკიდება 
  • აკუმულატორის შეცვლის ინსტრუქცია 
  • ავტომობილის უსაფრთხოების სისტემები 
  • საწვავის სიტემა 
  • გადაცემათა კოლოფები 
 
 
პარტნიორი და მხარდამჭერი კომპანია: 
პროფესიული მომზადების პროგრამა ხორციელდება USAID-ის პროგრამის „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ მხარდაჭერით და შპს „თეგეტა მოტორსთან“ პარტნიორობით. 
 
 
განხორციელების ადგილი: ქ. ბათუმი