მონაწილეთა რაოდენობა

8-12

ტრენინგის ხანგრძლივობა

8-16 საათი

ბიზნეს ტრენინგები Front ოფისის თანამშრომლების კვალიფიკაციის ასამაღლებლად
მომხმარებლების ეფექტური მომსახურება ერთი შეხედვით მარტივი პროცესია, თუმცა რეალურად ბევრი გამოწვევა არსებობს. გარემოს განვითარებასთან ერთად გაიზარდა მომხმარებლის მოთხოვნებიც. ხშირად ის ერთადერთი უპირატესობა, რომელიც განაპირობებს კომპანიის წარმატებას, სწორედ მაღალი დონის მომსახურებაა.

ტრენინგის მიზანია წინა ხაზზე დასაქმებულ თანამშრომლებს დაეხმაროს მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაში და განუვითაროს ეფექტური მომსახურებისთვის საჭირო კომპეტენციები.

ტრენინგის თემები: 
  • ეფექტური მომსახურების მნიშვნელობა
  •  მომსახურების ეტაპები
  • კლიენტის კმაყოფილების სამკუთხედი
  • სუბიექტური რეალობა
  • ვერბალური და არავერბალური კომუნიკაცია
  • აქტიური მოსმენის ტექნიკები
  • კითხვების ტიპები
  • პოზიტიური ფორმულირებები
  • კონფლიქტური სიტუაციების მართვა
  • უკმაყოფილო მომხმარებელთან ურთიერთობის სტრატეგია
  • კლიენტთა ტიპები 
  • სატელეფონო მომსახურება
  • საჭიროების დადგენა და კლიენტზე ორიენტირებული შეთავაზების გაკეთება
  •  მომსახურების სტანდარტის განხილვა.

შედეგები
ტრენინგზე მიღებული ცოდნის საშუალებით თანამშრომლები შეძლებენ გააუმჯობესონ მომსახურების პროცესი, გადააჭარბონ მომხმარებელთა მოლოდინებს და გაზარდონ მათი კმაყოფილება.

ვისთვის არის ტრენინგი განკუთვნილი?
წინა ხაზზე დასაქმებული ნებისმიერი ადამიანი, ვისაც სურს გაეცნოს მომსახურების თანამედროვე ტენდენციებს და გაიუმჯობესოს მომხმარებელთან ურთიერთობის ტექნიკები.
 

ტრენინგის ხანგრძლივობა: 16 საათი
ჯგუფში მონაწილეების რაოდენობა: 8-12

ტრენინგის შესახებ დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით.

ტელ:  595 525 774    ელ.ფოსტა: [email protected]       ან მოგვწერეთ თეგეტა აკადემიის Facebook გვერდზე


ტრენერის შესახებ

მარიეტას აქვს ტრენერობის 3  წლიანი  გამოცდილება. ატარებს Soft skill-ების ტრენინგებს, ისეთ თემებზე როგორებიცაა: ეფექტური მომსახურება და კომუნიკაცია, გაყიდვები, კონფლიქტურ კლიენტებთან ურთიერთობა და სხვა. 
ჩატარებული აქვს სერვის პლუსის ტრენინგი  50+ ჯგუფისთვის. 

ფლობს ორგანიზაციული განვითარებისა და კონსულტირების სპეციალისტის მაგისტრის დიპლომს. დამატებით ცოდნა მიღებული აქვს ქოუჩინგის, ადამიანური რესურსების მართვისა და ფსიქოლოგიის მიმართულებით.