ეთუნა ჩუბინიძე - ტრენინგებისა და კარიერული განვითარების სამსახურის კოორდინატორი.
აქვს ტრენერობის 6+ წლიანი გამოცდილება და ჩატარებული აქვს ტრენინგები ისეთ თემებზე, როგორებიცაა: კომუნიკაცია, კონფლიქტის მართვა, ემპათია, ლიდერობა, ადაპტაცია, გუნდური მუშაობა, დროის მართვა, სტრესის დაძლევა, ეფექტური მომსახურება, გენდერული თანასწორობა, ზრდასრულთა სწავლების ტექნიკები და მენეჯმენტის საფუძვლები.
განათლება მიღებული აქვს საქართველოში - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, დიდ ბრიტანეთში - შეფილდ ჰალამ უნივერსიტეტსა და ესტონეთში - ტალინის უნივერსიტეტში. მაგისტრის ხარისხი დაცული აქვს სოციალურ მუშაობაში (MSW), არის ფსიქოლოგი (BA) და სერტიფიცირებული ტრენერი. დამატებითი ცოდნა მიღებული აქვს ჟურნალისტიკის, სოციალური ზრუნვის, სოციალური პოლიტიკის, ადამიანური რესურსების მართვისა და გენდერული საკითხების მიმართულებით.