შინაარსი
რატომ არის სასარგებლო კურსის გავლა? - საზოგადოებას ქმნიან განსხვავებული ადამიანები, რომელთა მოლოდინები ერთმანეთს მიმართ და ძალაუფლების გადანაწილება, არათანაბარია. შესაბამისად, ყველა ადამიანი ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე კონფლიქტურ სიტუაციაში ხვდება. თუ, კონფლიქტი როგორც მოვლენა ცხოვრების გარდაუვალი ნაწილია, მაშინ ჩნდება მთავარი კითხვა, როგორ გაუმკლავდეთ მას? ამ და სხვა კითხვებზე პასუხები იქნება განხილული ტრენინგის განმავლობაში.
ტრენინგის მიზანი
ტრენინგის მიზანია მონაწილეებს გააცნოს კონფლიქტის გამომწვევი მიზეზები და მისი განვითარების დინამიკა. ტრენინგის შედეგად, მონაწილეები დახელოვნდებიან რთული საუბრებისა და კონფლიქტის მართვის სტრატეგიებში.
ტრენინგის თემატიკა
- კონფლიქტის 4 ტიპი და რაობა
- კონფლიქტის ესკალაცია
- როდის უნდა გამოვიდეთ კონფლიქტიდან
- კონფლიქტში ჩართულ მხარეთა ფსიქოპორტრეტი
- რთული საუბრების და კონფლიქტის მართვის სტრატეგიები
- რჩევები უკონფლიქტობისთვის
შედეგი
მონაწილეებს ექნებათ მკაფიო შეხედულება, კონფლიქტის რაობაზე და მის სახეებზე. ეცოდინებათ, როგორ მართონ კონფლიქტური სიტუაცია ისე, რომ ის არ გადაიზარდოს აგრესიაში; პირიქით, წარმართონ მოლაპარაკება იმგვარად, რომ მიაღწიონ გამარჯვებას - სასურველ შედეგს.
სამიზნე აუდიტორია
ტრენინგი განკუთვნილია ყველასთვის, ვისაც აინტერესებს კონფლიქტის გამომწვევი მიზეზები და მათი მოგვარების სხვადასხვა სტრატეგიები და გზები.
მეთოდოლოგია
ტრენინგი ეფუძნება Harvard-ის , Roger Fisher, Joseph Grenny, Chris Voss, Kenneth Thomas, Ralph Kilmann და სხვათა მოწინავე საერთაშორისო მიდგომებსა და მეთოდოლოგიებს.
*რთული საუბრებისა და კონფლიქტის მართვაში განსაზღვრულია ასევე Advanced დონის ტრენინგი, რომლის წინა პირობაა საბაზისო მოდულის გავლა. Advanced ტრენინგი განკუთვნილია მათთვის, ვის მიერ წარმოებული მოლაპარაკებებიც პირდაპირ კავშირშია კომპანიის შედეგებთან
- მონაწილეთა რაოდენობა: 20
- ხანგრძლივობა: კონფლიქტების მართვა 8 საათი მოლაპარაკებები 8 საათი