Main Image

8

Oct

ძრავის შეკეთების პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა საკვალიფიკაციო გამოცდით დასრულდა.

პროგრამა 2023 წლის 15 ნოემბერს დაიწყო. სტუდენტები 7 თვის განმავლობაში გადიოდნენ თეორიულ სწავლებას, რომლის ფარგლებშიც დაეუფლნენ ზოგად და დარგობრივ მოდულებს. მომდევნო 3 თვის განმავლობაში კი პრაქტიკულ სწავლებაში ჩაერთნენ და მსუბუქი ავტომობილის ძრავის შეკეთების დეტალები რეალურად შეისწავლეს.

წარმატებულ კურსდამთავრებულებს სახელმწიფოს მიერ აღიარებული პროფესიული დიპლომები გადაეცემათ და თეგეტა მოტორსში დასაქმდებიან.