-(1).png)
31
May
30-31 მაისს, საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის ორგანიზებით ჩატარდა კოლეგიალური ვიზიტი, რომელშიც საქართველოს 15-მდე პროფესიულ საგანამანათლებლო დაწესებულებასთან ერთად, აქტიური მონაწილეობა მიიღო თეგეტა აკადემიამ.
კოლეგიალური ვიზიტი შეეხებოდა არსებული პრაქტიკისა და მნიშვნელოვანი ინფორმაციის გაზიარებას ავტორიზაციის მესამე სტანდარტის ირგვლივ, რომელიც უკავშირდება პროფესიულ სტუდეტებს და მათი მხარდაჭერის ღონისძიებებს. ვიზიტი სამუშაო ფორმატით წარიმართა, რამაც საშუალება მისცა მონაწილეებს ემსჯელათ საკვანძო თემატიკებზე და გაეზიარებინათ საუკეთესო პრაქტიკა.