Main Image

25

Nov

2025 წლის 25 ნოემბერს თეგეტა აკადემიაში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე - „სავალი ნაწილის შეკეთება” - სასწავლო პროცესი დაიწყო. 
 
 სულ შერჩეულია 15 სტუდენტი, რომლებმაც შიდა ტესტირებისა და მოტივაციური გასაუბრების ეტაპები წარმატებით გაიარეს. პროგრამა არის ავტორიზებული, რომლის დასრულების შემდგომ კურსდამთავრებულებს გადაეცემათ სახელმწიფოს მიერ აღიარებული დიპლომები.
 
 10-თვიანი სასწავლო პროცესის განმავლობაში სტუდენტები სავალი ნაწილის დიაგნოსტიკისა და სერვისისთვის საჭირო პროფესიულ მოდულებს შეისწავლიან.
 
 აღნიშნული მიმართულება თეგეტა აკადემიაში პირველად ხორციელდება. პროგრამის დასრულების შემდეგ ავტოსფეროს სავალი ნაწილის ახალი, დიპლომირებული მექანიკოსებიც შეემატებიან.