Main Image

29

Dec

2025 წლის 29 დეკემბერს პირველად განხორციელდა პროფესიული მომზადების პროგრამა „მსუბუქი ელექტრო და ჰიბრიდული ავტომობილის ელ. დიაგნოსტიკოსი“, რაც აძლიერებს თეგეტა აკადემიის პოზიციონირებას თანამედროვე პროფესიული განათლების სივრცეში.
 
პროფესიული მომზადების პროგრამაზე „მსუბუქი ელექტრო და ჰიბრიდული ავტომობილის ელ. დიაგნოსტიკოსი“ ჩაირიცხნენ ის პირები, რომლებმაც დააკმაყოფილეს პროგრამაზე დაშვებისა და მიღების წინაპირობები.
 
თეგეტა აკადემიის გუნდმა მსმენელებს გაცნობითი სახის შეხვედრა ჩაუტარა, პროფესიული განათლების მასწავლებლებმა კი გააცნეს პროგრამის შინაარსობრივი ნაწილი და სასწავლო განრიგი. ასევე, მსმენელებმა დაათვალიერეს თეგეტა აკადემიის თეორიულ/პრაქტიკული სასწავლო სივრცეები და პარტნიორი კომპანიის შპს „თეგეტა მოტორსის“ სამუშაო გარემო.
 
თეგეტა აკადემია ულოცავს მსმენელებს სასწავლო პროცესის დაწყებას და უსურვებს წარმატებას!
 
_______________________________________

პროფესიული მომზადების პროგრამა ხორციელდება ა(ა)იპ - პროფესიული უნარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით და შპს „თეგეტა მოტორსის“ პარტნიორობით.