Main Image

16

Mar

თეგეტა აკადემიამ 16 მარტს უმაღლესი საგანმანათლებო დაწესებულებებისთვის, კერძო/სახელმწიფო კოლეჯებისა და პროფესიული მასწავლებებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გამართა. 

ღონისძიება დაეთმო სიმულაციურ დამხმარე სასწავლო პლატფორმას,  ELECTUDE-ს, რომელიც არის ინოვაციური ხელსაწყო სწავლების თანამედროვე პირობებში. 

გარდა ამისა, სკოლების წარმომადგენლები გაეცნენ დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის არსებულ პროგრამებსა და დასაქმების შესაძლებლობებს. 

თეგეტა აკადემია ELECTUDE-ის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში და მსგავსი შეხვედრების გამართვას მომავალშიც ხშირად გეგმავს.