Main Image

6

Nov

თეგეტა აკადემიამ DEG Impuls-ის მხარდაჭერით საქართველოს საავტომობილო სექტორში 3-წლიანი პროექტი დაიწყო.
 
პროექტი მოიცავს ახალი პროფესიული მომზადების პროგრამების შემუშავებას, არსებული პროგრამების განახლებასა და ონლაინ სწავლების დანერგვას. ასევე, თანამედროვე პრაქტიკული სივრცეების მოწყობასა და ციფრული სწავლების პლატფორმის შექმნას.
 
ინიციატივის ფარგლებში 200-ზე მეტ მონაწილეს ექნება შესაძლებლობა, მოკლე დროში შეისწავლოს საავტომობილო სფეროს სხვადასხვა პროფესია და გახდეს სერტიფიცირებული სპეციალისტი.