.png)
24
Sep
თეგეტა აკადემია ქ. ფოთში პროფესიული მომზადება/გადამზადების პროგრამებს განახორციელებს.
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლების მინიჭების საბჭოს 2024 წლის 24 სექტემბრის გადაწყვეტილებით თეგეტა აკადემიამ ქ. ფოთში მოიპოვა შემდეგი პროგრამების განხორციელების უფლება:
- პროფესიული მომზადების პროგრამა-„ექსკავატორ-დამტვირთველის და ფრონტალური დამტვირთველის ოპერატორი“
- პროფესიული გადამზადების პროგრამა-„ექსკავატორ-დამტვირთველის და ფრონტალური დამტვირთველის ოპერატორი“
- პროფესიული მომზადების პროგრამა „ერთციცხვიანი ექსკავატორის ოპერატორი“
- პროფესიული გადამზადების პროგრამა-„ერთციცხვიანი ექსკავატორის ოპერატორი“
- პროფესიული მომზადების პროგრამა-„საკონტეინერო და ჩანგლიანი დამტვირთველის ოპერატორი“
- პროფესიული გადამზადების პროგრამა-„საკონტეინერო და ჩანგლიანი დამტვირთველის ოპერატორი“
- პროფესიული მომზადების პროგრამა-„პორტალური და ჯოჯგინა ამწის ოპერატორი“
- პროფესიული გადამზადების პროგრამა-„პორტალური და ჯოჯგინა ამწის ოპერატორი“
პროგრამები შემუშავდა USAID-ის პროგრამის „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ მხარდაჭერით და პარტნიორი კომპანიასთან შპს „ტრანსფორდთან“თანამშრომლობით.
პროგრამის დასრულების შემდეგ გაიცემა სახელმწიფოს მიერ აღიარებული ორენოვანი სერტიფიკატი დანართით.