24
Jul
თეგეტა აკადემიამ გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრში სტუდენტებისთვის სავალი ნაწილების მიმართულებით თეორიული მოდული ჩაატარა.
სასწავლო პროცესში დამხმარე ინსტრუმენტად ონლაინ-სასწავლო პლატფორმა, ელექტუდი, გამოიყენებოდა, რომლის ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში თეგეტა აკადემიაა.
თეორიული მოდულის გავლის შემდეგ გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრის სტუდენტები აკადემიას ესტუმრნენ და კომპანიის ღირებულებებთან ერთად დასაქმების პერსპექტივებსაც გაეცნენ.
| პროექტი მერიის პროგრამის „ისწავლე და დასაქმდის“ ფარგლებში განხორციელდა.