21
Aug
თეგეტა აკადემიამ ქ. ბათუმში პროფესიული მომზადების პროგრამების განხორციელების უფლება მოიპოვა.
2024 წელის 21 აგვისტოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლების მინიჭების საბჭოს გადაწყვეტილებით თეგეტა აკადემიამ მოიპოვა პროფესიული მომზადების პროგრამების განხორციელების უფლება ქ. ბათუმში, შემდეგ პროგრამებზე:

- მსუბუქი ავტომობილების პროდუქტების გაყიდვების კონსულტანტი
- სატვირთო ავტომობილის პროდუქტების გაყიდვების კონსულტანტი
- მსუბუქი ელექტრო და ჰიბრიდული ავტომობილის ელ. დიაგნოსტიკოსი
- მსუბუქი ავტომობილის კომპიუტერული დიაგნოსტიკოსი
- სატვირთო ავტომობილის ელექტრო და პნევმატური სისტემების შეკეთება
- სპეციალური დანიშნულების ტექნიკის დიაგნოსტიკა და შეკეთება
პროგრამები შემუშავდა USAID-ის პროგრამის „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ მხარდაჭერით და პარტნიორ კომპანია „თეგეტა მოტორსთან“ თანამშრომლობით.
პროგრამები მორგებულია შრომის ბაზრის მოთხოვნებს და მოთხოვნადია დამსაქმებელთა მხრიდან.
პროფესიული მომზადების პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულები მიიღებენ ორენოვანი, სახელმწიფოს მიერ აღიარებული სერტიფიკატი, დანართით.